უილიამ ფოლკნერი – „ადამიანური გულის ჭეშმარიტი თვისებები”
„ადამიანური გულის ჭეშმარიტი თვისებებია – ღირსების გრძნობა, სიამაყე, თანამგრძნობა და სიბრალული. ადამიანი ცდილობს გამოიყენოს ისინი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს გახლავთ საძირკველი, რაზეცაა დაშენებული მთელი ადამიანური ისტორია, და რომელმაც – ადამიანთა მოდგმა გადაარჩინა. უამჭეშმარიტებოდ ადამიანი დაიღუპებოდა, ისევე როგორც მასტოდონტები და სხვა ეფემერული არსებანი ბუნებისა მოვიდნენ და წავიდნენ მსოფლიო ისტორიაში. ადამიანმა გაძლო, მიუხედავად თავისი არარაობისა, იმიტომ, რომ სწამს და სჯერა ამ ჭეშმარიტებისა, ადამიანი პატიოსანია არა იმიტომ, რომ ღირსებითაა აღსავსე, არამედ იმიტომ, რომ ეს ხსნის ერთადერთი გზაა. თუ ხალხი მუდამ იცრუებდა, ვერასოდეს გავიგებდით, სად ვიყავით, რა ხდებოდა. თუკი ადამიანს არ ეცოდინებოდა თანაგრძნობა, სუსტი ვერაფერს იღონებდა თავის დასაცავად. თუკი სიამაყე არ ეცოდინებოდა, საამაყოც არაფერი ექნებოდა, რომ ეთქვა, კარგად მოვიქეცი, სამარცხვინო არაფერი ჩამიდენია, შემიძლია დავწვე და დავიძინოო. ეს გახლავთ მოსახმარი ჭეშმარიტებანი არა იმიტომ, რომ ღირსებანია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის გზა მშვიდად იცხოვრო შენს თავთან და გარშემომყოფებთან”. – (ავტორი გენია.ჯი)