ფილიპ II ოგიუსტი – „ეპიზოდი”
შუა საუკუნეების ევროპაში მოქმედი კანონმდებლობებით – განქორწინება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. სასამართლო და ეკლესია. ეს გახლდათ ის ორი ორგანიზაცია, რომელთაც განქორწინებაზე სამართლებლივი აქტის გაცემა შეეძლოთ. თუმცა-კი, სასამართლოსგან განსხვავებით, ეკლესია ამ უფლებით იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში სარგებლობდა. (ავტორი გენია.ჯი) შუა საუკუნეების ევროპაში მომრავლებული განქორწინებები გამოწვეული იყო იმ გარემოებით, რომ ხშირ შემთხვევებში ქორწინებებს იძულების სახე გააჩნდათ. მაგალითად, რიგ ევროპულ ქვეყნებში აკვანშივე ნიშნავდნენ ბავშვებს, რაღა თქმა უნდა, მათი ნების საწინააღმდეგოდ, რაც უსიყვარულოდ და იძულებით შექმნილ ოჯახს თავშივე უშლიდა საძირკველს. სასამართლო სხდომებზე განქორწინების ძირითად მიზეზად მამაკაცის – იმპოტენცია და ქალის – უშვილობა (უნაყოფობა) სახელდებოდა. მამაკაცს, რომელსაც განქორწინების უფლების მიღება სურდა, სასამართლოსათვის უნდა დაემტკიცებინა თავისი იმპოტენტობა. ყველაზე ცნობილი სასამართლო განხილვა, სადაც ამდაგვარი ფაქტი განიხილეს, დაფიქსირებული იქნა 1198 წელს. კაპეტინგების დინასტიის წარმომადგენელმა საფრანგეთის სამეფო ტახტზე – ფილიპ II ოგიუსტმა (1165-1223 წლები), რომელსაც თავის რიგით მეორე მეუღლესთან – ინგებორგ დანიელთან გაყრა სურდა, მოსამართლეებს დაუმტკიცა, რომ მათი ქორწინება არასდიდებით არ შეიძლებოდა მოქმედად მიჩნეულიყო. ფრანგ მონარქს იმდენად სძულდა თავისი მეუღლე და იმდენად სურდა მასთან განქორწინება, რომ არ მოერიდა არც მის კაცურ და მეფურ წარმომავლობას და სასამართლოს საჯაროდ განუცხადა – დროდადრო იმპოტენციით ვიტანჯებიო (ცოლის სიძულვილით, ფაქტობრივად, თავი – იმპოტენტად გამოაცხადა). – (ავტორი გენია.ჯი)