შანაი-ტიმპიშკა – (მდუღარე მდინარე)
წყალუხვობითა და აუზის სრული მოცულობით მსოფლიოს უდიდესი მდინარის – ამაზონის ერთ-ერთ შენაკადს წარმოადგენს პერუს ტროპიკულ ტყეებში განთავსებული უნიკალური მდინარე – შანაი-ტიმპიშკა. (ავტორი გენია.ჯი) კამპას (აშანინკას) ინდიელი ხალხის ენიდან თარგმანით – „შანაი-ტიმპიშკა” აღნიშნავს – „გათბი მზის სითბოთი”. მდინარის სიგრძე სულ რაღაც 6,4 კილომეტრია, მაქსიმალური სიგანე – 25 მეტრი, საშუალო სიღრმე – 6 მეტრი და რაც ყველაზე საინტერესოა, არის ის, რომ შანაი-ტიმპიშკას წყლის საშუალო ტემპერატურა +86 გრადუს-ცელსიუსია. ამ გეოთერმული მდინარის წლის ტემპერატურა რიგ ადგილებში +100 გრადუს-ცელსიუსსაც კი აჭარბებს. სწორედ ამიტომ მოიხსენიებენ მას, როგორც „მდუღარე მდინარე”. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ შანაი-ტიმპიშკა ერთადერთი „მდუღარე მდინარეა” მსოფლიოში. მაიანტუაიკუს ნაკრძალში არსებული მდინარის შესახებ ადგილობრივ ხალხში არაერთი ლეგენდაა გავრცელებული. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად, მდინარეში წყლის ადუღება დაკავშირებული გახლავთ „წყლის დედად” წოდებულ ზღვის მონსტრთან (უზარმაზარ გველთან) – იაკუმამასთან. მეცნიერთა გაოცებას იწვევს ის გარემოება, რომ ის ადგილები, სადაც გერმოთემული მდინარე მიედინება უახლოესი ვულკანი – 645 კილომტრ მანძილზეა დაშორებული. ნიშანდობლივია ისიც, რომ სხვა გეოთერმული წყლებისაგან განსხვავებით, შანა-ტიმპიშკას მტკნარი წყალი ძალიან სუფთაა, რის გამოც მას მრავალი საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის მოიხმარენ ადგილობრივები. მატ შორის, კერძების დასამზადებლადაც. შანაი-ტიმპიშკაში ბანაობა შესაძლებელია, თუმცა მხოლოდ ტროპიკული წვიმების სეზონის გავლის შემდეგ. იმ პერიოდში წვიმის ცივ წყალს განეიტრალებული აქვს მდინარის მდუღარე წყალი.
ადგილობრივებისათვის შანაი-ტიმპიშკას საკრალური დანიშნულება აქვს, მეცნიერთათავის იგი კვლევების ჩასატარებელ შესანიშნავ ობიექტს წარმოადგენს, ხოლო ხელისუფლებისათვის კი შემოსავლის ერთ-ერთ წყაროს, რადგან „მდუღარე მდინარის” სანაპიროებს უამრავი ტურისტი სტუმრობს. – (ავტორი გენია.ჯი)