ადამ მიცკევიჩი – „ყვავილი”

რა ვქნათ? სიცოცხლე გვწადიან,

ჩვენ ვცოცხლობთ, როგორც პეპლები,

გავჩნდებით დილაადრიან,

საღამოს დავიფერფლებით.

* * *

ტყეში თუ გიცდის ქალწული,

ჯილდო მიჯნურის წესია,

გვირგვინი ჩვენგან დაწნული

ყველაზე უკეთესია!

კომენტარის დატოვება