დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ცნობილია, რომ ერთ-ერთი ქვეყნის ეროვნული ჰიმნის ტექსტი დაწერილი იქნა 1850 წელს, რუსეთში დაბადებული გერმანელი სასულიერო პირის მიერ. ტექსტისაგან განსხვავებით, 1920 წელს ჰიმნის მელოდიის ძველი ვერსია ჩანაცვლებული იქნა გაერთიანებული სამეფოს ჰიმნის მელოდიით, რომელიც თავის მხრივ, ძალიან ჩამოჰგავს ნორვეგიის სამეფოს ეროვნული ჰიმნის – „Kongesangen”-ის მელოდიას. დაასახელეთ, რომელმა ქვეყანამ ჩაანაცვლა თავისი ეროვნული ჰიმნის მელოდია გაერთიანებული სამეფოს ჰიმნის მელოდიით?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ლიხტენშტეინის სამთავრო