მჭედლობის ისტორიიდან…

ოქრო, ვერცხლი, სპილენძი და სხვა მათი შენადნობები იყვნენ ისტორიაში ის პირველი ლითონები, რომლებიც ადამიანმა მოიპოვა ბუნებაში. ლითონების მოპოვებამ იმთავითვე წარმოშვა მათი დამუშავების საკითხი. შექმნილმა გარემოებამ ადამიანი აიძულა ისეთ ინოვაციურ ხელობას დაუფლებოდა, როგორიც არის – მჭედლობა. (ავტორი გენია.ჯი) ამა თუ იმ ხალხის წარმართი ღმერთების პანთეონებში მრავლად მოიპოვებოდნენ ისეთი ღმერთები, რომლებიც ან თავად იყვნენ მჭედლები, ან კიდევ, მჭედელთა შთამომავლობიდან მოდიოდნენ. მაგალითად  – ეფესტოსი, ცეცხლისა და მჭედლობის ძველ ბერძნული ღვთაება; ელვისა და ქუხილის სკნადინავიური ღმერთი – თორი; ევროპული – ვოლანდი და სხვანი და სხვანი. ეს ფაქტი ადასტურებს იმას, რომ მჭედლობს უძველესი ეპოქებიდანვე სცემდა ხალხი სათანადო პატივს. სამჭედლო საქმეს მისდევდნენ არა მხოლოდ რიგითი მოქალაქეები, არამედ მონარქებიც კი. მაგალითად, საფრანგეთის „მეფე-მზედ” წოდებულ მონარქს – ლუი XIV-ს იმდენად იტაცებდა მჭედლობის ხელოვნება, რომ ვერსალის სამეფო სასახლეში შესანიშნავი სამჭედლო ჰქონდა მოწყობილი, რომელსაც ხშირად სტუმრობდა; მჭედლობის შესაშური ნიჭით იყო დაჯილდოებული ვალუას დინასტიის წარმომადგენელი საფრანგეთის სამეფო ტახტზე – შარლ IX. ის კი არადა, იმასაც ირწმუნებიან, იგი თავად ამზადებდა ციხე-სიმაგრეებისათვის საჭირო საკეტებსა და გასაღებებსო.

ისტორიის ადრეულ ეტაპებზე მჭედლები ორ კატეგორიად იყოფოდნენ. ერთნი – „მჭედელნი”, რომლებიც სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობდნენ პატარა ჩაქუჩის გამოყენებით და მეორენი – „უროსმცემელნი”, რომლებიც მძიმე უროს სცემდნენ გრდემლზე. შესაბამისად, „უროსმცემელთათვის” ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ძალა იყო, ხოლო „მჭედლისათვის” კი ცოდნაზე დამკვიდრებული ინტელექტუალური აზროვნება. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>