მაქსიმინე – „ეპიზოდი”
ანბანის უცოდინარ რომის თრაკიელ იმპერატორს - გაიუს იულიუს ვერუს მაქსიმუსს (217-238 წლები), იგივე – მაქსიმინეს, განსაკუთრებით სძულდა განათლება და მეცნიერება. იმპერატორის ბიოგრაფები აღნიშნავდნენ, რომ ამ ბარბაროს-ხელმწიფეში საშინელ ზიზღს იწვევდა საზოგადოებრივი ცხოვრების ყოველი უბრალო ცივილიზებული ფორმაც კი . (ავტორი გენია.ჯი) მისი მმართველობის ჟამს, ჯაშუშებითა და მკვლელებით ავსებულ რომის იმპერიაში სწავლულ ადამიანებს ეჭვის თვალით უყურებდნენ. უვიცი მბრძანებლის ერთგული ქვეშევრდომები ინტელექტუალ თანამემამულეებს – მავნე პერსონებად მიიჩნევდნენ, რის გამოც ისინი უწყალოდ იდევნებოდნენ. ავბედით მაქსიმინეს პირად მტრად მიაჩნდა ყველა, ვინც საზოგადოებაში კარგი ავტორიტეტით სარგებლობდა. ხელმწიფედ ქცეული გლეხი გაიუსი, რომელსაც საშინლად აღიზიანებდა სხვისი წარმატება, ფიზიკურად ანადგურებდა წარმატებულ და პატივდებულ ადამიანებს. ცნობილი ფაქტია, რომ მაქსიმუსმა ერთბაშად მოსრა 4 000 ინტელექტუალი ადამიანი. მისი სიძულვილი განათლებისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ იმპერატორმა გამოსცა გამაოგნებელი ბრძანება, რომლის თანახმადაც სახელმწიფო დანაშაულად გამოცხადდა ბავშვების სკოლაში შეყვანაც კი. – (ავტორი გენია.ჯი)