ჰანს კრისტიან ანდერსენი – „ეპიზოდი”
გენიალურ დანიელ მეზღაპრეს, პროზაიკოსსა და პოეტს – ჰანს კრისტიან ანდერსენს (1805-1875 წლები), რომელმაც ლიტერატურულ ასპარეზზე პირველად 24 წლის ასაკში შედგა ფეხი, უამრავი ფობიის გარდა, უამრავი კომპლექსიც სტანჯავდა. (ავტორი გენია.ჯი) კრისტიანის ერთ-ერთი უცნაური კომპლექსი კბილებთან იყო დაკავშირებული. ცნობილია, რომ იგი არასოდეს აძლევდა დანტისტს თავისი კბილის ამოღების უფლებას, რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის კბილის ტკივილი. ანდერსენი ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მისი ლიტერატურული შთაგონება პირდაპირ იყო დაკავშირებული კრისტიანის კბილების რაოდენობასთან. იგი შიშობდა, რომ ერთი კბილის ამოღებაც კი შეამცირებდა მის შემოქმედებით პოტენციალს. მიუხედავად ამისა, წლებმა და შესაბამისად, ასაკმა, თავისი მაინც გაიტანა და ანდერსენს დროთა განმავლობაში კბილები ყოველგვარი სტომატოლოგიური ჩარევის გარეშე, მაინც დასცვივდა. საბედნიეროდ, არ გამართლდა დანიელი მეზღაპრის შიში, რადგან კბილების დაცვენის შემდგომაც ძველებური ენთუზიაზმით განაგრძო ლიტერატურული მოღვაწეობა. – (ავტორი გენია.ჯი)