დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
274 წელს „მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომში, იმპერატორმა – ლუციუს დომიციუს ავრელიანემ ყველა თავის გამარჯვებათა აღსანიშნავი გრანდიოზული ტრიუმფი გადაიხადა. საზეიმო პროცესიის წინ მოჰყავდათ 20 სპილო და მრავალი ავაზა, ვეფხვი, ჟირაფი და უდაბნოთა სხვა ბინადარნი. თავად ტრიუმფატორი კი, მისგან დამარცხებულ გოთთა მეფის ეტლით შევიდა რომში. იმისათვის, რომ ორგანიზატორებს ტრიუმფისათვის უფრო მეტი ეგზოტიკური და პომპეზური სახე მიეცათ, ეტლში ცხენების ნაცვლად სხვა ცხოველები შეაბეს. დაასახელეთ, რომელი ცხოველები იყვნენ შებმული ძლევამოსილი იმპერატორის ეტლში?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * *
პასუხი: ოთხი ირემი