„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ამაო შრომას გასწევს კაცი, თუკი იმ პაიკების გადაადგილებას შეეცდება, ბედისწერა რომ ათამაშებს. დიდი ჭკუა უნდა გქონდეს, ბედისწერის საქმეში ჩამრევს!” – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მუდამ ასე იყო, ვინც სამშობლოს თავს სწირავს, ვინც სისხლსა ღვრის, სწორედ იმას უჭირს ცხოვრება”.
* * *
„კაცი რომ კაცს მარტო კარგს უკეთებდეს, ამაზე უბრალო და ბუნებრივი არაფერი იქნებოდა ქვეყნად”.
* * *
„აკეთე საქმე და შენთვის იყავი!”
* * *
„დიახ, ასეთი რამეც ხდება: ადამიანი ცეკვავს და არ იცის, რომ სწორედ იმ წუთებში მისი ახლობელი სიკვდილს ებრძვის!”
* * *
„ყველაზე უფრო ადამიანს შრომის დაფასება და მადლობის გაგონება სწყურია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ არ მოგვცემთ საჭმელს, აღარ მოგცემთ საშველს”.
* * *
„ – რატომ სვამენ ღატაკები, რისთვის ხდიან თავის ცხოვრებას უფრო შესაბრალისს?
- იმისთვის, რომ ალკოჰოლი ერთადერთი ძალაა, რომელიც ერთნაირად მოქმედებს მდიდარზეც და ღარიბზეც”.
* * *
„ბედნიერია, ვისაც ფიქრისა და განსჯის უნარი აქვს”.
* * *
„მე მგონია, წიგნები ადამიანებივით არიან: რომელსაც შეეთვისები და შეიყვარებ, ცდილობ, რაც შეიძლება მეტი კარგი მიიღო მისგან”. – (ავტორი გენია.ჯი)