ედგარ ალან პო – „ეპიზოდი”
გენიალურ ამერიკელ მწერალს, ესეისტსა და პოეტს – ედგარ ალან პოს (1809-1849 წლები), თავისი მოშურნეები ხშირად დასცინოდნენ ალკოჰოლური სასმელებისადმი ტრფიალის გამო. გარდა ამისა, მას ისინი ხშირად შეშლილადაც კი მოიხსენიებდნენ. (ავტორი გენია.ჯი) „მტრებმა ჩემი შეშლილობა სმას დააბრალეს და არა სმა შეშლილობასო”, – უთქვამს საპასუხოდ ერთხელ დიდ ლიტერატორს. და მართლაც, ამერიკული რომანტიზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, ვისთვისაც აუტანელი იყო რეალური სამყარო, მისგან გაქცევის ერთადერთ გზად სპირტიანი სასმელების მოხმარებას მიიჩნევდა. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, თავი დაეღწია ალკოჰოლისაგან, ედგარი სმას მაინც ვერ ეშვებოდა, რამაც იგი საბოლოო ჯამში, ნამდვილ ალკოჰოლიკად ჩამოაყალიბა. სიცოცხლის უკანასკნელს ჟამს ამერიკელმა მწერალმა თავისი დამოკიდებულება ალკოჰოლისადმი შემდეგი სახის ჩანაწერით განმარტა: „მე არავითარ სიამოვნებას არ მანიჭებს სპირტიანი სასმელები, რასაც ხანდახან ასე შმაგად ვეტანები. ტკბობისადმი ლტოლვის გამო კი არ დავიღუპე ცხოვრება, რეპუტაცია და გონება, არამედ ეს იყო უიმედო ცდა, გავქცეოდი მტანჯველ მოგონებებს, დაუძლეველი მარტოობის შეგნებას და გაურკვეველი ბედისწერის წინაშე ძრწოლას”. – (ავტორი გენია.ჯი)