ჰენრი დევიდ ტოროს მოკლე დახასიათება…

„არ მინდა სიყვარული, არ მინდა ფული, არც დიდება არ მინდა, თქვენ ოღონდ ჭეშმარიტება დამანახვეთო”, – წერდა თავის დროზე დიდი ამერიკელი მწერალი, მოაზროვნე და ბუნებაზე უზომოდ შეყვარებული ნატურალისტი – ჰენრი დევიდ ტორო (1817-1862 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მან არ იცოდა არანაირი ხელობა, არ ჰყავდა ცოლ-შვილი, მარტოობა ერჩივნა, არ დადიოდა ეკლესიაში, არ მონაწილეობდა არჩევნებში, არ იხდიდა სახელმწიფო გადასახადს, არ ჭამდა ხორცს, ღვინოს პირს არ აკარებდა, თამბაქო გემოთიც კი არ გაუსინჯავს, და თუმცა ნატურალისტი გახლდათ, არც ხაფანგი დაჰქონდა თან, არც თოფი. ჰენრიმ უთუოდ ბრძნულად არჩია, რომ მხოლოდ აზროვნებისა და ბუნების ამარა დარჩენილიყო. ქონების დაგროვების არავითარი უნარი არ ჰქონია, მაგრამ ის კი იცოდა, თუ როგორ უნდა ყოფილიყო ღარიბი ისე, რომ არც ჭუჭყში ეცხოვრა და არც გარეგნობაზე დატყობოდა. ალბათ ცხოვრების გზის არჩევაზე წინასწარ ბევრი არ უფიქრია, მაგრამ მოწიფულობისას, დაბრძენებული, ამართლებდა ამ გზის არჩევას. აკი წერდა კიდეც – „კრეზის სიმდიდრე რომ მქონოდა, ჩემი მიზნები არ შეიცვლებოდა და არსებობის საშუალებებიც იგივე დარჩებოდაო”. მას არ სჭირდებოდა ცდუნებათა დაძლევა – არც მადისა, არც ვნებათა; არც ლამაზ-ლამაზი ზიზილ-პიპილები ჰყვარებია. მშვენიერ სახლს, სამოსს, მანერებსა და დიდად დახვეწილ ხალხთან საუბარს არაფრად აგდებდა. (ავტორი გენია.ჯი) ამ ხალხს ბევრად ერჩივნა ერთი ყოჩაღი ინდიელი, ლამაზ-ლამაზი საგნები კი საუბრის დამაბრკოლებლად მიაჩნდა, სურდა, რომ მოსაუბრეს ძალზე უბრალო ვითარებაში შეხვედროდა. სადილად არსად დადიოდა, რადგან იქ ყველა ერთნაირი იყო. „ისინი იმით ამაყობენ, რომ მდიდრულ სადილებს მართავენ, მე კი ვამაყობ, რომ ჩემი სადილი იაფი ჯდებაო”, – არა ერთხელ უთქვამს დიდ ამერიკელ მწერალს. როცა ერთხელ სუფრასთან უკითხავთ, რომელი კერძი გირჩევნიათო, ტოროს ერთომ მახვილგონივრულად უპასუხნია – „უახლოესიო”.

ჰენრი სრულად იზიარებდა და თავისი ცხოვრებითა და შემოქმედებით მისდევდა გენიალური ფრანგი განმანათლებლის – ჟან-ჟაკ რუსოს საყოველთაოდ ცნობილ კონცეფსიას იმის შესახებ, რომ ადამიანი უნდა დაუბრუნდეს ბუნებას, ბუნებისაგან მოწყვეტა დაღუპავს კაცობრიობას. შესაბამისად, ჰენრი დევიდ ტორო კაცთა მოდგმის ნამდვილ ცხოვრებად – ბუნებასთან ზიარებას მიიჩნევდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>