დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

გასული საუკუნის ოციან წლებში ამერიკის შეერთებული შტატების მინისტრთა კაბინეტის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა წევრმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნავთობის რამდენიმე საბადო სოლიდური ქრთამის – 385 000 ამერიკული დოლარის სანაცვლოდ, კერძო საკუთრებაში გადასცა ორ ნავთობმწარმოებელ კომპანიას, რასაც შედეგად დიდი სკანდალი მოჰყვა თან. მოგვიანებით, ქრთამის ამღები ამერიკელი მაღალჩინოსანი ერთი წლით პატიმრობაში იქნა აყვანილი. თავის მხრივ, აშშ-ის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც დაპატიმრებული და გასამართლებული იქნა ქვეყნის მინისტრთა კაბინეტის წევრი. დაასახელეთ, აშშ-ის მინისტრთა კაბინეტის იმ პირველი წევრის ვინაობა, რომელიც კორუფციის ბრალდებით იქნა გასამართლებული?!

* * * * * * *

პასუხი: ალბერტ ფოლი (აშშ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>