იცით თუ არა, რომ?!
1. პოლონური წარმომავლობის მქონე ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსმა, ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისურენოვანმა რომანისტმა და სტილისტმა – ჯოზეფ კონრადმა (იუზეფ კოჟენიოვსკიმ), რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ინგლისური ენა 20 წლის ასაკამდე თითქმის არ იცოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. დიდი ფრანგი მწერალი – ჟან-პოლ სარტრი „სამოთხის კარს” – „ცხრაკლიტურს” უწოდებდა.
* * *
3. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განთავსებული სინაგოგის ფასადზე ორ – ფრანგულ და გერმანულ ენაზე ამოკვეთილია მეტად მრავლისმეტყველი წარწერა: „განა ჩვენ – ყველანი – ერთი მამის შვილები არა ვართ? განა ჩვენ – ყველას ერთი ღმერთი არა გვყავს?!”
* * *
4. როდესაც თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი გენიალური ფუძემდებელი – სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრიდან გამოაძევეს, ბოძზე მიყრდნობილი დიდი ხნის განმავლობაში იცრემლებოდა.
* * *
5. გენიალური გერმანელი მწერალი და მოაზროვნე – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე – არქიტექტურას – „გაქვავებულ მუსიკას” უწოდებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ქუჩაში მოსეირნე ნობელიანტი რუსი მწერალი – ვლადიმერ ნაბოკოვი, თავისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს ხშირად ხელჯოხის საშუალებით იგერიებდა.
* * *
7. უილიამ შექსპირის გენიალური პიესა – „ჰამლეტი”, ინგლისური ენიდან რუსულ ენაზე პირველად (XVIII საუკუნეში) თარგმნა რუსმა მწერალმა და პოეტმა – ალექსანდრე სუმაროკოვმა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ სუმაროკოვმა შექსპირის ზემოაღნიშნული ნაწარმოები დაასაათაურა არა როგოც -„ტრაგიკული ისტორია ჰამლეტზე, დანიის უფლისწულზე”, არამედ, როგორც – „ტრაგიკული ისტორია ომლეტზე, დანიის უფლისწულზე”.
* * *
8. ყველაზე დიდი რაოდენობით ეროვნულ დროშებზე წითელი ფერია გამოსახული.
* * *
9. საყოველთაოდ ცნობილი იამაიკელი მომღერალი და სიმღერების ავტორი – ბობ მარლი, ახალგაზრდობაში სკინჰედების შემადგენლობაში ირიცხებოდა.
* * *
10. იხვნისკარტა ერთადერთი არსებაა დედამიწაზე, რომელსაც გააჩნია, როგორც ფრინველის, ასევე რეპტილიისა და ძუძუმწოვრების გენები. – (ავტორი გენია.ჯი)