ჯეიმზ ჯოისის ფილოსოფიიდან…
„არისტოტელეს შეხედულებით, განსჯის საწყისი განცვიფრებაა, გრძნობა, რომელიც ადამიანს სიყმაწვილისას ახასიათებს; და თუ განსჯის უნარს მოწიფულობისას იძენს კაცი, ცხოვრების მიმწუხრზე განსჯის ნაყოფი, სიბრძნე უნდა მოიწიოს. დღესდღეობით ადამიანებმა ერთმანეთში არივ-დარიეს სიყმაწვილე, მოწიფულობა და სიბერე; ვინც ცივილიზაციის ჯიბრზე სიბერეს მიაღწიეს, ბრძენკაცებს ნაკლებად მოგვაგონებენ, ბავშვები კი, ფეხს აიდგამენ და ლაპარაკს ისწავლიან თუ არა, მაშინვე საქმეს რომ აჩეჩებენ ხელში, სულ უფრო შეგნებულები ხდებიან, მალე ალბათ ის დროც დადგება, როცა გრძელწვერიანი ბიჭუკელები ტაშითა და ყიჟინით გაამხნევებენ ეზოში მობურთავე მოკლეშარვლიან ბერიკაცებს”. – (ავტორი გენია.ჯი)