ედგარ ალან პო & უოლტ უიტმენი
გენიალურ ამერიკელ მწერალსა და პოეტს – ედგარ ალან პოსა (1809-1849 წლები) და დიდ ამერიკელ პოეტსა და პუბლიცისტს – უოლტ უიტმენს (1819-1892 წლები) შორის, რბილად რომ ვთქვათ, არასახარბიელო ურთიერთობა სუფევდა. (ავტორი გენია.ჯი) კონკურენტი ლიტერატორები შანსს არ უშვებდნენ ხელიდან ერთმანეთი საჯაროდ გაექილიკებინათ. 1849 წლის 7 ოქტომბერს ვაშინგტონის კოლეჯის ჰოსპიტალში ედგარ ალან პო გარდაიცვალა. 1875 წელს ბალტიმორში ჩატარდებული იქნა პოს ნეშტის გადასვენების საზეიმო ცერემონიალი, რის შემდგომაც მის საფლავზე ძეგლიც გაიხსნა. აღნიშნულ ცერემონიალზე დასწრების გამო, იმ დღეებში ვაშინგტონიდან ბალტიმორში ჩავიდა „გათეთრებული ბერიკაცი”, რომლის ხილვამაც ფართო საზოგადოების გაოცება გამოიწვია. „გათეთრებული ბერიკაცი” კი, თავის მხრივ, პოს დაუძინებელი მოქიშპე და კონკურენტი – უოლტ უიტმენი გახლდათ. დამბლისაგან გატანჯული მოხუცი დიდი წვალებით ავიდა ტრიბუნაზე და გაუნძრევლად იჯდა იქ ცერემონიალის დამტავრებამდე. თუმცა ღვაწლმოსილმა ლიტერატორმა სიტყვით გამოსვლაზე უარი განაცხადა. უარის მიზეზი კი, ედგარმა შემდეგი სიტყვით განმარტა: „გულით მინდოდა მოვსულიყავი აქ და პატივი მიმეგო პოს ხსოვნისათვის, მოცედი კიდეც, მაგრამ იოტისოდენა სურვილსაც კი ვერ ვგრძნობ, რომ სიტყვით გამოვიდე და ვერც ძალას დავიტან. კარგა ხანია, თითქმის დღემდე, ედგარ პოს პოეზიისადმი ზიზღს განვიცდიდი. მე პოეზიიდან ყოველთვის მოვითხოვდი და მოვითხოვ სინათლეს, მზის შუქსა და სუფთა ჰაერს, ვნებათა ქარიშხალშიც კი მსურს სიჯანსაღე ვიხილო და არა კოშმარები, და ყოველივე ამის მიღმა – სამარადისო ზნეობრიობა. თუმცა პოს ჩემგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა პოეზიაზე, მისმა ნიჭმა მაინც მოიპოვა განსაკუთრებული აღიარება, და მე ახლა მესმის ეს, ვაფასრბ და პატივს ვცემ ამ პოეტს”. – (ავტორი გენია.ჯი)