ალექსანდრე VI – „ეპიზოდი”
საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, თუ რაოდენ აღვირახსნილ ცხოვრებას ეწეოდა რომის რიგით 214-ე პაპი – ალექსანდრე VI (11431-1503 წლები). სოდომიის ცოდვებში დაძირული ბორჯიების საგვარეულოს წარმომადგენელი პონტიფიკოსის დაუოკებელმა ბოროტმოქმედებებმა, ვერაგობამ და გარყვნილებამ თვით მრავლისმნახველი „ბებერი ევროპაც” კი გააოგნა. (ავტორი გენია.ჯი) რომის პაპის კარზე გამართული ერთ-ერთი აუდიენციისას, სხვადასხვა კათოლიკური ქვეყნების ელჩებმა რომის პაპს ერთობ მორიდებულად გადასცეს თავიანთი მეფეების დანაბარები: ევროპელი მონარქები ბორჯიას ამცნობდნენ, რომ მისი ავი მოქმედებები დიდ ზიანს აყენებდა რელიგიას და ზომიერების დაცვისაკენ მოუწოდებდნენ მას. ევროპელი ელჩების თამამმა განცხადებამ ალექსანდრე VI უკიდურესად გააშმაგა. თავდაპირველად, იგი დიპლომატებს ფანჯრიდან გადაყრით დაემუქრა, შემდეგ ელჩთა ქვეყნების მეფეებს მისდგა და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა, ბოლოს კი დიპლომატები ერთობ თავხედური სიტყვით გააძევა დარბაზიდან: „ეს დესპოტები ბედავენ მისაყვედურონ ქრისტეს მოადგილეს და მწამებენ რაღაც მკვლელობებსა და ძარცვა-რბევას, როცა თვითონ მთელს სახელმწიფოებს უნაწილებენ თავიანთ შვილებს და მილიონობით ადამიანს ხოცავენ თავიანთი უსაფუძვლო ჩხუბით. გაეთრიეთ, უბადრუკო სატელიტებო, და გადაეცით იმათ, ვინც გამოგაგზავნათ, რომ მე ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ჩავიდინო, რათა დანაშაულობაში მათ გავუტოლდე!” – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ამიტომაც შენიშნავდა მრავლისმეტყველად სახელგანთქმული იტალიელი რეფორმატორი – ჯიროლამო სავორანოლა – „რა უნდა იფიქრონ ხალხებმა თავიანთ ტირანებზე, თუ ალექსანდრე VI მეფეებს თავის თავზე უფრო საზარელ დამნაშავეებად თვლისო?” – (ავტორი გენია.ჯი)