„ინდუსტრიალიზაცია” – (ეპიზოდი)

1930-იან წლებში, მაშინ, როდესაც საბჭოთა კავშირში რელიგიის წინააღმდეგ სასტიკი ბრძოლა წარმოებდა, უამრავი ქრისტიანული ტაძარი იქნა განადგურებული. გარდა ტაძრების განადგურებისა, სალოცავების სამრეკლოებიდან მასიურად იხსნებოდა და ნადგურდებოდა უნიკალური საეკლესიო ზარებიც. (ავტორი გენია.ჯი) საყურადღებოა ის გარემოება, რომ საბჭოთა ხელისუფლება საეკლესიო ზარების წინააღმდეგ მიმართულ აქციას – „ინდუსტრიალიზაციას” უკავშირებდა. და მართლაც, ამ უზარმაზარი იმპერიის ეკონომიკის განვითარებას სხვადასხვა ლითონებთან ერთად, ჰაერივით ესაჭიროებოდა გიგანტური რაოდენობის ფერადი ლითონი – სპილენძიც, რომლის შემადგენლობითაც ასე მდიდარი იყო საეკლესიო ზარები. მარტო 1931 წელს, საბჭოთა კავშირში სპილენძზე წლიურმა მოთხოვნილებამ, საშუალოდ, 60 000 ტონა შეადგინა. ამ დროს კი ქვეყანა სულ რაღაც 27 000 ტონა სპილენძს აწარმოებდა წელიწადში. შესაბამისად, საფრთხე იქმნებოდა სპილენძის შენადნობის დეფიციტისა. იმისათვის, რომ ეკონომიკური კოლაფსისათვის თავი როგორმე აერიდებინათ, ხელისუფლების უშუალო ინიციატივით, სამრეკლოებიდან ბარბაროსულად ჩამოქცეული საეკლესიო ზარები სრულად გადაადნეს. სტატისტიკოსთა ცნობების თანახმად, ამ გზით, საერთო ჯამში, 250 000 ტონა ბრინჯაო (სპილენძის შენადნობი) იქნა მოპოვებული, რამაც თავის მხრივ, სრულად შეავსო 1930-იან წლებში სპილენძზე წარმოქმნილი დეფიციტი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>