კლაუდიუს გალენოსი – „ეპიზოდი”
„ფარმაკოლოგიის მამად” წოდებული ბერძნული წარმომავლობის მქონე დიდი ძველ რომაელი მედიკოსი, ფილოსოფოსი და ლოგიკოსი – კლაუდიუს გალენოსი (129-216 წლები), რომელმაც თავისი სამედიცინო მოღვაწეობა, როგორც გლადიატორების ექიმმა დაიწყო (გლადიატორთა ექიმად მან 4 წლის განმავლობაში იმუშავა), ძალიან შეშფოთებული იყო რომაელი ექიმების დაბალი ეთიკური პრინციპებით. (ავტორი გენია.ჯი) ისინი, უვიცობისა თუ დაუდევრობის გამო, არასათანადოდ მკურნალობდნენ ცირკის არენებზე დაჭრილ გლადიატორებს, რის გამოც სიკვდილიანობა ამ გაუბედურებულ მებრძოლთა შორის ძალინ მაღალი იყო. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ იმ ოთხი წლის განმავლობაში, როდესაც გალენოსი გლადიატორთა ექიმად მუშაობდა, სიკვდილიანობამ დაჭრილ გლადიატორებში საკვირველად იკლო (ცნობილია სულ ხუთი შემთხვევა დაჭრილ გლადიატორთა სიკვდილიანობისა). და ეს მაშინ, როდესაც მისი წინამორბედის მუშაობის დროს, 60 დაჭრილი გლადიატორი იქნა გარდაცვლილი არასათანადო მკურნალობის შედეგად. ამ მამაც მებრძოლთა გარდაცვალება ჩვეულებრივ მოვლენად იყო მიჩნეული, რის გამოც ექიმებს მათი გარდაცვალების შემთხვევაში არავითარი პასუხისმგებლობა არ ეკისრებოდათ, სამოქალაქო პირებისაგან განსხვავებით. შესაბამისად, ისინიც ფრიად უპასუხისმგებლოდ ეკიდებოდნენ თავიანთ პროფესიულ მოვალეობას და მერე, როგორ პროფესიულ მოვალეობას. რომაელი ექიმების გულგრილობა დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა, რასაც 400-ზე მეტი სამედიცინო ნაშრომის ავტორი კარგად ათვითცნობიერებდა, როდესაც ერთმნიშვნელოვნად წერდა – „ყაჩაღებსა და რომაელ ექიმებს შორის სხვაობა მხოლოდ იმაშია, რომ ყაჩაღები დანაშაულს მთებში სჩადიან, რომაელი ექიმები კი, ყოველივე ამას – რომში მოიმოქმედებენო”. – (ავტორი გენია.ჯი)