დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!

დიდი ფრანგი მწერლისა და პროზაიკოსის – გუსტავ ფლობერის დაკრძალვას ძირითადად ახალგაზრდები დაესწრნენ. სახელოვანი თანამემამულე უკანსაკნელ გზაზე არ გაუცილებია არც ჰიუგოს, არც დიუმას, არც რენანს და არც მაქსიმ დიუ კანს. ამბობენ, რომ თავი არ შეიწუხესო. თუმცა, ფლობერის სამგლოვიარო პროცესიაში მონაწილეობა მიიღო სხვა ორმა გამოჩენილმა ფრანგმა ლიტერატორმა. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გუსტავის უახლოესი მეგობარი – გი დე მოპასანი, რომელმაც განბანა კიდეც მიცვალებული. მეორე ცნობადმა სახემ კი, მაშინ, როდესაც სამგლოვიარო პოცესიას უკან ძროხამ მიაბღავლა, ერთმნიშვნელოვნად შენიშნა – „მუდამ ყურში მედგომება ეს გოდება პირუტყვისაო”. დაასახელეთ, რომელმა ცნობილმა ფრანგმა ლიტერატორმა წარმოთქვა ზემოაღნიშნული სიტყვა და რომელი ფრანგი ლიტერატორი იყოს ის, ვინც გი დე მოპასანთან ერთად უკანასკნელი პატივი მიაგო გუსტავ ფლობერის ხსოვნას?! – (ავტორი გენია.ჯი)

* * * * * * *

პასუხი: ემილ ზოლა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>