ფრიდრიხ შილერი – „ეპიზოდი”

„ის, ნამდვილი ადამიანიაო”, – ხშირად შენიშნავდა „ვერტერის ვნებანი”-ს ავტორი – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე გენიალური გერმანელი პოეტის – ფრიდრიხ შილერის (1759-1805 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მის „ნამდვილ ადამიანობას” მრავალი ფაქტი ადასტურებს. მათ შორის ისიც, რომ შილერს არა მხოლოდ მშობლიურ გერმანიაში ეთაყვანებიან დღემდე, არამედ დანიაში, შვეიცარიასა და სხვა უამრავ ქვეყანაშიც. ამ მხრივ განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს შვეიცარია. ის შვეიცარია, სადაც შილერის ფეხი არასოდეს დადგმულა. ალპების ულამაზეს მთებში არსებული ქვეყნის მოსახლეობა, რაოდენ საკვირველიაც არ უნდა იყოს, პირველ ეროვნულ (შვეიცარიელ) დრამატურგად, ეროვნებით გერმანელს, – ფრიდრიხ შილერს მიიჩნევს. ეს საპატიო ტიტული შილერს თავისი ერთადერთი შვეიცარიული დრამისთვის – „ვილჰელმ ტელი”-სთვის მიენიჭა. ცნობისათვის, „ვილჰელმ ტელი” ავტორმა შვეიცარიის ისტორიის ყველაზე საგმირო და ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას მიუძღვნა. იმ მოვლენას, საიდანაც სათავე აიღო დამოუკიდებელმა შვეიცარიამ.

1860 წელს, შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილში, ფირვალდშტეტის ტბის სანაპიროზე არსებულ საყოველთაოდ ცნობილ „მიტენშტეინის კლდეზე”, სადაც საფუძველი ჩაეყარა შვეიცარიის დამოუკიდებლობას, მადლიერმა შვეიცარიელებმა შემდეგი სახის წარწერა გააკეთეს: „ტელის მომღერალს, ფრიდრიხ შილერს – ძველი კანტონისაგან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>