„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„როცა ადამიანი თავისი ცხოვრების უკეთ მოწყობას ცდილობს, ულმობელია ხოლმე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ვინც წესიერი გგონია, ხშირად ყველაზე უარესი ის გამოდგება”.

* * *

„ადამიანთა ორი მოდგმა არსებობს – პატიოსნების და ავაზაკების. ავაზაკები ზედაპირზე იმაგრებენ თავს, პატიოსნები კი იძირებიან – მეტისმეტად მოუქნელები არიან”.

* * *

„ვისაც გამდიდრება სწადია, წვერში უნდა სტაცოს ხელი ღმერთს და მოქაჩოს. მაგრამ ბევრი ვერ ბედავს ამას და ამიტომაცაა ქვეყნად უთვალავი ღარიბ-ღატაკი”.

* * *

„არის ღმერთი, როგორ არ არის, ოღონდ როცა ჩვენ ვეძებთ მას, შინ არასოდეს არ გვხვდება!” – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ღარიბი ადამიანი ცხვარსა ჰგავს, ყველა მას კრეჭს”.

* * *

„სიცოცხლეს გაუმარჯოს! სიცოცხლეს გაუმარჯოს, რომელიც ასე საოცრად, ასე მტანჯველად და ასე დაჟინებით ითხოვს სიკვდილს”…

* * *

„ღმერთი რომ არ არსებულიყო, ყველაფერი ნებადართული იქნებოდა”.

* * *

„ზოგჯერ მომეტებული სიკეთე სისულელეს უთანაბრდება”.

* * *

„უფლებამოსილნი ფიქრობენ, რომ ჩვენ, უქონელთ, მანკიერება ჩამომავლობით მოგვდგამს და რომ მათ თვით ზენამ დააკისრა ჩვენზე მეთვალყურეობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება