შმუელ აგნონი – „ეპიზოდი”

რამდენიმე ხნის განმავლობაში ნობელიანტმა ებრაელმა მწერალმა – შმუელ აგნონიმ (1887-1970 წლები) იერუსალიმის ერთ-ერთ უმშვენიერეს უბანში – რეხავიაში იცხოვრა. (ავტორი გენია.ჯი) რეხავია იმთავითვე ხმაურიან უბანს წარმოადგენდა, რაც თავის მხრივ, ხელს უშლიდა მუშაობაში საყოველთაოდ ცნობილ მწერალს. მწერალს, რომელმაც მსოფლიო ასპარეზზე დაუმკვიდრა ადგილი ებრაულ ლიტერატურას. ერთხელ შმუელმა ქალაქის მერიას სთხოვა, იქნებ რამე მისაშველოთო. სახელოვანი თანამოქალაქის სატკივარი ქალაქის ხელმძღვანელობამ გულთან ახლოს მიიტანა. იმ პერიოდში იერუსალიმში ახალი, პრესტიჟული რაიონი – თალპოითი შენდებოდა. მერიამ გადაწვიტა, ჩვენი საპატიო მწერალი ახალ და კარგ რაიონში უნდა ცხოვრობდესო და შმუელი ოჯახითურთ საცხოვრებლად ახალ რაიონში გადაიყვანა. თუმცა, ლიტერატორი ხმაურმა იქაც შეაწუხა. აგნონმა დახმარებისათვის კვლავაც მერიას მიმართა. მაშინ ქალაქის მერმა გასცა ბრძანება, აგნონის სახლის მისასვლელთან, ორივე მხარეს ჩამოეკიდებინათ დაფა წარწერით: „აგნონი მუშაობს”.

ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ ამ მრავლისმეტყველი გამაფრთხილებელი წარწერის გათვალისწინება დაიწყო ყველამ – მშენებლებმა და მძღოლებმა, ინჟინრებმა და გამვლელებმა. ყველამ, ვისთვისაც ძვირფასი იყო ისრაელი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>