პითაგორა და „პითაგორელები”

„საკუთარი სხეული საკუთარი სულის კუბოდ არ აქციოთო”, – მრავლისმეტყველად გვირჩია თავის დროზე გენიალურმა ძველ ბერძენმა მათემატიკოსმა, ფილოსოფოსმა და მისტიკოსმა – პითაგორა სამოსელმა (ძვ.წ.აღ-ით 570-495 წლები). „ღვთაებრივ პითაგორად” წოდებულ სწავლულს მრავალი მიმდევარი ჰყავდა. მათ შორის იყო მათემატიკოსთა დიდი ჯგუფი, რომლის წევრებიც არ შეუშინდნენ შორეულ გზას და ხანგრძლივ გამოცდას, რათა პატივი რგებოდათ პითაგორას მოწაფეობისა. მათ ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა დახმარებოდნენ თავიანთ მასწავლებელს სამყაროს საიდუმლოებათა სრულ შეცნობაში. შესაძლოა თამამად ითქვას, რომ პითაგორას მიმდევრები – პითაგორელები არ იყო მხოლოდ ზუსტი მეცნიერების ფანატიკოსთა კრებული, არამედ ეს იყო სრულყოფილი რელიგიური სექტა, რომელიც რიცხვებს საკრალურ მნიშვნელობას ანიჭებდა და ღვთაებრიობის საბურველში ხვევდა. დიდი სწავლული დარწმუნებული იყო, რომ რიცხვები ყოველგვარი არსებულის საფუძველს წარმოადგენდნენ და თავის მიმდევრებს ასწავლიდა, სამყარო მათემატიკური ჰარმონიებით კონტროლდებიანო. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, პითაგორელებისათვის თითოეული ციფრი საკრალურ დატვირთვას ატარებდა. მაგალითად, რიცხვი 7 – სიბრძნესთან, რიცხვი 8 მართლმსაჯულებასთან, ხოლო რიცხვი 10 – უმაღლეს წესრიგთან ასოცირდებოდა. პითაგორელებისათვის წმიდა სიმბოლოს წარმოადგენდა – „ტეტრაკისი”, იგივე ოთხ რიგში განთავსებული ათ წერტილიანი სამკუთხედი () . ტეტრაკისს ისინი სამყაროსა და სივრცის სრულყოფილებისა და მათემატიკური სიზუსტის დემონსტრირებად მიიჩნევდნენ. მათთვის ყოველივე, რაც კი მათემატიკასთან იყო დაკავშირებული, წმიდათა წმიდა გახლდათ და თითოეული მათემატიკური ამოცანის წარმატებით ამოხსნას ღმერთებს უძღვნიდნენ, ისევე როგორც, მსხვერპლის სახით უძღვნიდნენ მათ ჯანმაგარ ხარებს. გარდა ამისა, ცნობილია ისიც, რომ პითაგორელებს, რომლებიც რიცხვ 10-ს „უმაღლესი წესრიგთან” აასოცირებდნენ, ისინი სპეციალურ ლოცვასაც კი უძღვნიდნენ და თითოეული ადეპტი მოვალე იყო, ყოველდღიურად გაემეორებინა ზემოაღნიშნული ლოცვა. თუკი ვინმე მოისურვებდა პითაგორელობას, მას უცილობლად უნდა დაედო ფიცი „წმიდა სამკუთხედად” წოდებული – „ტეტრაკისის” წინაშე.

პითაგორელებს ბერძენები საზოგადოებისათვის საშიშ სექტად მიიჩნევდნენ. ამ შიშს მათ კიდევ უფრო უმძაფრებდა თავად სწავლული-კულტისტების ფრიად უცნაური, ხშირ შემთხვევებში კი, მკრეხელური საქციელები. მოსახლეობა იმდენად გააღიზიანა პითაგორელთა ქმედებებმა, რომ გენიალურ მათემატიკოსს გავეშებულმა ბრბომ მშობლიურ სამოსში სახლი გადაუწვა და იგი ქალაქიდან განდევნა. ავი ენები იმასაც კი ამბობდნენ – „პითაგორა რომ ქვეყნიერებას ლამაზ კურტიზან ქალად მოვლენოდა, მსოფლიოს ყველა მბრძანებლის საწოლში მოასწრებდა დაწოლასო”.

ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტი მიმდევარი შესძინა პითაგორას. მისი მიმდევრები დარწმუნებული იყვნენ, მათი მასწავლებელის ღვთაებრიობაში, რის გამოც უწოდეს კიდეც – „ღვთაებრივი პითაგორა”. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ პითაგორა სამოსელი თვით ოლიმპოს ღმერთების ერთ-ერთ წარმომადგენლად იყო მოვლენილი დედამიწაზე. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, პითაგორელებმა „ღვთაებრივი პითაგორას” სადიდებელი ჰიმნები შეთხზეს და მის შესახებ უამრავი ლეგენდა განავრცეს. ამტკიცებდნენ, რომ პითაგორას თავისი ხმის ზებუნებრივი ძალით ძალუძდა ყველაზე გამხეცებული ცხოველების კონტროლირება; დათვებისა და არწივების ერთი ხელის შეხებით გაწვრთნა. ასეთი ხმების გავრცელებას თავად პითაგორაც უწყობდა ხელს, რომელმას ერთხელს საჯაროდ განუცხადა თავის მიმდევრებს, რომ ღვთის შვილი იყო. გენიალური მათემატიკოსი ამტკიცებდა, რომ ჰერმესის ვაჟს წარმოადგენდა, და, რომ მამისგან უკვდავების გარდა საჩუქრად ყველაფერი მიიღო.

ამბობენ იმასაც, რომ პითაგორა დასავლეთის ისტორიაში პირველი ადამიანი იყო, რომელმაც თავისი მორალური პრინციპების გამო ხორცით კვებაზე უარი განაცხადაო. და მართლაც, „პითაგორას თეორემის” ავტორი ამბობდა, რომ მკვდარი ხორცით კვება აბინძურებს როგორც სხეულს, ასევე სულსა და გონებასო. თუმცა, რადგანაც პითაგორელებისათვის სულიერს არ წარმოადგენდა არც ქათამი, არც თხა და არც ღორი, მათთვის ამ ცხოველებისაგან დამზადებული კერძებით კვება დაშვებული იყო. ცნობისათვის, ასეთივე უცნაური სახის მქონე ვეგეტარიანელობით გამოირჩეოდა თავის დროზე დიოგენე სინოპელიც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ცხვრით კვებას უკრძალავდა მის მიმდევრებს.

გარდა ამ უცნაურობებისა, პითაგორას ასევე შემუშავებული ჰქონდა ერთობ უჩვეულო და სპეციფიკური წესები ტანისამოსის მოხმარებაზე. მაგალითად, ნებისმიერ პითაგორელს უპირველეს ყოვლისა ფეხზე მარჯვენა ფეხსაცმელი უნდა ჩაეცვა. მათ ეკრძალებოდათ არა მხოლოდ საჯარო გზებზე გადაადგილება, არამედ ძირს, შემთხვევით დავარდნილი ლუკმის აღება და ჭამა. მდუმარება და მხოლოდ მდუმარება… აი, რასაც განსაკუთრებით აფასებდა ანტიკური ხანის გენიალური სწავლული. „სიმშვიდისა და დუმილის შენარჩუნებით თვითდაუფლების ურთულეს ხელოვნებას შეისწავლითო”, – გვირჩევდა იგი. ამიტომაც იყო, რომ პითაგორა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა თავის მიმდევრებში, თუ რაოდენ დიდი უნარი გააჩნდათ მათ დუმილისა და სიმშვიდის შენარჩუნებისა. თუკი, ენაზე კბილის დაჭერის უნარი არ აღმოაჩნდებოდა რომელიმე კანდიდატს, მას უმალვე უხურავდნენ კარს და აძევებდნენ თავიანთი წრიდან. ფაქტია, რომ მისმა ერთ-ერთმა მოსწავლემ – ნეოფიტემ, ხუთი წლის განმავლობაში შეინარჩუნა დუმილი.

ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, სულ ორი ტიპის პითაგორელები არსებობდნენ: „akousmatikoi” და „matematikoi”. მათემატიკოსები პირველთან შედარებით, ბევრად უფრო ახლოს იდგნენ პითაგორას მოძღვრებებთან და შესაბამისად, მისი ნდობითაც ბევრად უფრო სარგებლობდნენ. (ავტორი გენია.ჯი) იგი პირადად ხვდებოდა მათ და მათთან ერთადვე განიხილავდა მრავალ მათემატიკურ საკითხს. „მათემატიკოსებს” უფლება ეძლეოდათ სრულად შეეცნოთ მათემატიკის საიდუმლოება. ის საიდუმლოება, რომელიც სხვათათვის ყოვლად უცნობი იყო. იმისათვის, რომ ადეპტებს „მათემატიკოსის” პრივილეგია მოეპოვებინათ, საკმაოდ მაღალი ფასის გადახდა უწევდათ: უარი უნდა ეთქვათ არა მხოლოდ ცხოველური ხორცით კვებაზე, არამედ ქალზე და პირად საკუთრებაზეც კი.

„akousmatikoi”-სებს პითაგორას სახის ხილვა არ შეეძლოთ. როდესაც მასწავლებელი მათ ესაუბრებოდა, იგი სპეციალური შირმის უკან იმალებოდა. ასეთ მოწაფეებს პითაგორა დეტალებში არასოდეს არკვევდა. მოკლედ რომ ვთქვათ, ისინი მოკლებული იყვნენ უმაღლესი მათემატიკის საიდუმლოებებზე წვდომას.

პითაგორა იყო ის პირველი მათემატიკოსი ისტორიაში, რომელმაც ირაციონალური რიცხვის არსებობა დაადასტურა. ბიოგრაფები ირწმუნებიან, რომ მას ძალუძდა სიცოცხლეც კი შეეწირა თავისი აღმოჩენების დაცვისათვის. დაახლოებით 495 წელს ანტიკური ხანის ექსცენტრიული ძველ ბერძენი მათემატიკოსი სიცოცხლეს გამოასალმეს.- (ავტორი გენია.ჯი)

„პითაგორელები”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>