ერნესტ რეზერფორდი – „ეპიზოდი”

„ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებულ ახალ ზელანდიური წარმომავლობის მქონე ინგლისელ ფიზიკოსს - ერნესტ რეზერფორდს (1871-1937 წლები) ახლობლებმა, თანამშრომლებმა და მოწაფეებმა მეტსახელად – „ნიანგი” შეურჩიეს. (ავტორი გენია.ჯი) საქმეში ჩაუხედავი ხალხი ფიქრობდა, რომ ესოდენ უცნაური მეტსახელი გენიალურ სწავლულს თავისი ხმამაღალი ხმის ტემბრის გამო უწოდეს. თუმცა, როგორც ერნესტის ერთი-ერთი უახლოესი მეგობარი, რუსი ნობელიანტი ფიზიკოსი – პეტრე კაპიცა ირწმუნებოდა, რეზერფორდმა თავისი მეტსახელი შემდეგი გარემოებისდა გამო მიიღო: „ნიანგს თავისი ფოლადისებრი ყბებით შეუძლია ნამსხვრევებად აქციოს ყველაფერი ის, რაც მას წინ გადაეღობება გზაზე. გარდა ამისა, ნიანგი არასოდეს იხევს უკან”. კაპიცას ამ მოკლე დახასიათებაში კარგად ჩანს დიდი სწავლულის მტკიცე ხასიათი და უკიდეგანო მიზანსწრაფულობა. ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით, „ნიანგი” კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული „კავენდიშის ლაბორატორიის” არაოფიციალურ სიმბოლოდაც იქცა. იმ ლაბორატორიის სიმბოლოდ, რომელსაც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა გენიალური ახალ ზელანდიელი მეცნიერი. – (ავტორი გენია.ჯი)

„ნიანგის” გამოსახულება „კავენდიშის ლაბორატორიის” კედელზე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>