სეიშუ ჰანაოკა – „ეპიზოდი”
ედოს პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი იაპონელი ქირურგი და ჩინური ბალახოვანი მედიცინის დიდებული სპეციალისტი - სეიშუ ჰანაოკა (1760-1835 წლები), ხანგრძლივი დროის განმავლობაში იკვლევდა ნარკოზისათვის საჭირო ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. (ავტორი გენია.ჯი) იგი ცდების სახით სხვადასხვაგვარ ალკალოიდთა ნახარშებს მოიხმარდა. „საცდელ ბაჭიებად” დიდ ქირურგს საკუთარი თავი მისივე ოჯახის ორმა წევრმა – დედამ და მეუღლემ შესთავაზეს. სეიშუ მათ წინადადებას დაჰყვა, თუმცა ერთი პირობით. მას თავად უნდა გაეკეთებინა არჩევანი, დედაზე ჩაატარებდა ეგზომ საშიშ ცდებს თუ მეუღლეზე. ქირურგმა არჩევანი ცოლზე შეაჩერა. თავისი გადაწყვეტილება კი, ჰანაოკას მეტად მოკლე, თუმცა, ერთობ მრავლისმეტყველი სიტყვით განუმარტავს – „დედა ადამიანს ერთი ჰყავსო”. – (ავტორი გენია.ჯი)