Genia.Ge-ს ფილოსოფიიდან…
„საყვარელ ქალს, რა ლამაზიც უნდა იყოს, სხვების შესახედავად თავზე ხელის გადასმას და ქუჩაში ჩამოტარებას ნუ მიაჩვევ. სუსტმა მამაკაცებმა იციან ქალით თავის მოწონება – აქაოდა, შემოგვხედეთ, რა გოგოს გული მოვინადირეთო. გახმაურებული სიყვარული უმეტეს შემთხვევაში ცუდად მთავრდება, შური დაგღუპავთ ორივეს. გამიგონე, არ უნდა ქვეყანას, არა, შენ რომ სიყვარულში გალაღებული იყო. ასი თვალიდან მხოლოდ ოთხი თვალი თუ შეგხედავს, ასეთ შემთხვევაში, კეთილმოსურნის მზერით. ბაირაღივით აფრიალებულ სიყვარულს ქალებიც შურით შეჰყურებენ და კაცებიც”. – (ავტორი გენია.ჯი)