ედუარდ ბენეში – „ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების წინ, ნაცისტურმა გერმანიამ ავსტრიის მსგავსად, ჩეხოსლოვაკიის მის საზღვრებში მოქცევა განიზრახა. (ავტორი გენია.ჯი) სრულ საომარ მზადყოფნაში მყოფი ჩეხური არმია მხოლოდ ბრძანებას ელოდა მთავარსარდლისგან, რათა წინ აღდგომოდა ქვეყანაში ბარბაროსულად შემოჭრილ ვერმახტის ჯარებს. მთავარსარდალს, ქვეყნის პრეზიდენტს – ედუარდ ბენეშს (1884-1948 წლები) მართლაც რომ ძალუძდა ჰიტლერის არმიისათვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა (თუნდაც მცირეოდენი ხნით), მაგრამ მან თავისი სამშობლოს ბედი მოკავშირეებს – საფრანგეთსა და ინგლისს მიანდო. თავის მხრივ კი, ჩეხეთის ხელისუფლების მიერ მოკავშირეებისათვის სათუთად მინდობილი მომაკვდავი ჩეხოსლოვაკია „დაშოშმინების პოლიტიკის მამათავრად” წოდებულმა ჩემბერლენმა (ინგლისის პრემიერმა) და დალადიემ (საფრანგეთის პრეზიდენტმა) საკუთარი ხელით უანდერძეს პირსისხლიან ტირანს მიუნხენის კონფერენციაზე.
მას შემდეგ, რაც ბენეშს მოახსენეს მიუნხენის კონფერენციის საშინელი შედეგები და ღალატი მოკავშირე ქვეყნებისა, სასოწარკვეთილი პრეზიდენტის ყურადღება ბედის ირონიით, მისივე სამუშაო მაგიდის მინის ქვეშ განთავსებულმა ერთი ამერიკული ჟურნალიდან ამოჭრილმა ფურცელმა მიიპყრო, რომელზეც ერთობ მრავლისმეტყველი და ბენეშისათვის ფრიად საგულისხმო ციტატა იყო დატანილი: „შენი გასაკეთებელი შენ თვითონ უნდა გააკეთო”. – (ავტორი გენია.ჯი)