ერთი პატარა იგავი
ეშმაკმა ადამიანის დასაჩაგრავად სხვა ვეღარაფერი რომ ვერ მოიგონა, გადაწყვიტა ჰაერი წაერთმია და ღმერთს სთხოვა, დედამიწას მინის ხუფი გადავახუროთ. იყიდონ ადამიანებმა ჰაერი, როგორც სხვა ყველაფერს ყიდულობენ, უფასოდ რატომ უნდა ისუნთქონო. ეშმაკს ერთი შვილის გარდა ყველა სხვა შვილები სავაჭრო საქმეში ჰყავდა გამწესებული და ნაბოლარასთვის ჰაერით ვაჭრობა უნდოდა ჩაებარებინა. ღმერთმა ეშმაკს შეთავაზებული წინადადების მიღებაზე კატეგორიული უარი განუცხადა: „ღარიბ-ღატაკ ხალხს ჰაერის მეტი არაფერი აქვთ უფასოდ და ისიც გინდა წაართვაო?” – ადგა მაშინ ეშმაკი, მოკრიბა, სადაც კი ცუდი ჰაერი იყო და ღარიბ-ღატაკთა უბნები ააშმორა: „ისუნთქონ ახლა უფასოდო”. – (ავტორი გენია.ჯი)