ემილ ჰახა – „ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინა პერიოდში, კერძოდ კი, 1939 წლის 14 მარტის სუსხიან ღამეს ბერლინს თავის მშვენიერ ქალიშვილთან ერთად ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩეხოსლოვაკიის რიგით მესამე პრეზიდენტი – ემილ ჰახა (1872-1945 წლები). ნაცისტური გერმანიის მიზანთროპმა მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ისევე დაემცირებინა ეს ბერიკაციც, როგორც სხვა არაერთი ევროპული ქვეყნის ლიდერი დაუმცირებია თავის დროზე. (ავტორი გენია.ჯი) ანგალტერის ვაგზლის მოედანზე, სადაც სვასტიკის გვერდით ჩეხოსლოვაკიის სახელმწიფო დროშებიც ფრიალებდნენ, „საპატიო” სტუმრის დამცირების მიზნით, სპეციალურად გაამწკრივეს იმ ესესელებისაგან დაკომპლექტებული საპატიო ყარაული, რომელთა ჯგუფები დათარეშობდა იმ ხანად ჩეხოსლოვაკიის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ასეთი „საპატიო” სტუმრის დასახვედრად რანგით დაბალი სახელმწიფო პერსონა, პრეზიდენტის კანცელარიის უფროსი – ოტო მაისნერი მიავლინეს. ოფიციალური დახვერდის ცერემონიალი სრული ფარსი რომ იყო, ემილ ჰახამ მაშინ უფრო კარგად გაათვითცნობიერა, როცა მოხუცი პრეზიდენტი თანმხლები პირებითურთ დაუყონებლივ ჩასვეს ავტომობილებში და სასტუმრო „ადლონში” გადაიყვანეს. „დიდად ვაფასებ ჩვენი დროის უდიდეს სახელმწიფო მოღვაწესთან პირისპირ შეხვედრასო”. – ასე მიესალმა ადოლფ ჰიტლერს ჰახა შეხვედრისთანავე. რიბენტროპში, გერინგში, კაიტელსა და სხვა ნაცისტ ლიდერებში დამღლელი მგზავრობისგან ქანცგაწყვეტილი ბერიკაცის ჩაწყვეტილმა ხმამ დიდი მხიარულება გამოიწვია. მის ლაპარაკზე ისინი სიცილს ძლივს იკავებდნენ. ჰიტლერმა კაიტელს გადაუჩურჩულა კიდეც – „ამ ბეხრეკ ჯენლტმენს ხმა სწორედ რომ ლოთს მიუგავსო”. გერმანელთა კარზე სათხოვნელად მისული ემილ ჰახა მიხვდა, რომ თავის „მხსნელად” წარმოდგენილი მესამე რაიხი ნამდვილ ზვიგენად იქცა და ახლა უკვე ხვეწნა-მუდარაზე გადავიდა. მიუხედავად ამისა, ჩეხოსლოვაკიის მიწასთან გასწორებულ პრეზიდენტს ჰიტლერის რისხვა თავს მაინც დაატყდა. გათავხედებული ნაცისტთა ბელადი მოხუც კოლეგას ხელების შლის თანხლებით უყვიროდა. მან ჩეხი ხალხის მთელი ბოღმა მათივე პრეზიდენტზე ამოანთხია და მისგან მოითხოვა გერმანიის ხელისუფლების მიერ შედგენილი ჩეხოსლოვაკიისათვის კატასტროფული დოკუმეტისათვის მოეწერა ხელი. (ავტორი გენია.ჯი) ემილ ჰახამ მორავიისა და ბოჰემიის პროტექტორატად გამოცხადების შესახებ შედგენილ დოკუმენტს იძულებით მოაწერა ხელი. ამ დროს კი, ვერმახტის ჯარები ჩეხოსლოვაკიაში შეჭრისათვის უკვე მომზადებული იყვნენ (მეორე დილით შეიჭრნენ კიდეც).

პრეზიდენტ ჰახას მატარებელმა პრაღაში ღამის 11 საათზე ჩააღწია. ვერმახტს ჩეხოსლოვაკია უკვე ექვსი საათის განმავლობაში ჰქონდა დაკავებული. გერმანელი ნაცისტების წინაშე დაჩოქილი ქვეყნის პრეზიდენტი დედაქალაქში ჩასვლისთანავე პრაღის გრადისაკენ წაიყვანეს; მაგრამ, როდესაც მძღოლმა მთავარ სადარბაზოს გვერდი აუარა და მანქანა ციხე-კოშკის უკანა მხრიდან, მოსამსახურეთა შესასვლელს მიაყენა, ემილი ძალიან გაბრაზდა. „ციხე-კოშკის მთავარი ნაწილი გერმანელებს უპყრიათ, თქვენ კი ამიერიდან თქვენივე მიწა-წყალზე მსახურთა შესასვლელით უნდა ისარგებლოთო”, – ამ მრავლისმეტყველი სიტყვით მიმართა დაჩოქილი ქვეყნის დაჩოქილ პრეზიდენტს ხვალკოვსკიმ და ჰახას მანქანიდან გადასვლაში ხელი შეაშველა. – (ავტორი გენია.ჯი)

ემილ ჰახას „ისტორიული” ვიზიტი ბერლინში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>