რამდენიმე ფაქტი „სასვენი ნიშნების” შესახებ…

1. სასვენ ნიშანთა სისტემა დამწერლობაში – „პუნქტუაცია” – ლათინური წარმომავლობის მქონე სიტყვაა. „punctum” – „წერტილს” აღნიშნავს და მაშასადამე, სწორედ წინადადების ამ შემაჯამებელი, დამაგვირვინებელი და ყველაზე ძველი სასვენი ნიშნის მიხედვით ეწოდა კიდეც მთელ სასვენ ნიშანთა სისტემას თავისი სახელი დროთა განმავლობაში. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

2. პირველი ცნობები სასვენი ნიშნების შესახებ ჯერ კიდე ძვ.წ.აღ-ით V საუკუნიდან მოიპოვება და იგი დაკავშირებულია გენიალური ძველ ბერძენი დრამატურგის – ევრიპიდეს შემოქმედებასთან. რამდენიმე ისტორიული წყარო გვამცნობს, რომ სასვენ ნიშნებს თავის ქმნილებებში ხშირად გამოიყენებდა ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ინტელექტუალი, ფილოსოფოსი – პლატონი. ცნობილია ისიც, რომ პლატონი ყოველი წინადადების დასრულებას ჩვეულებისამებრ ერთი წერტილით კი არ აღნიშნავდა, არამედ ორწერტილით.

* * *

3.  ძვ.წ.აღ-ით V-IV საუკუნეებში მოღვაწე დიდი ძველ ბერძენი კომედიოგრაფის – აროსტოფანეს სახელთან არის დაკავშირებული პირველი მნიშვნელოვანი პუნქტუაციური ნიშანი, სახელწოდებით – „პარაგრაფოსი”(იგივე – პარაგრაფის ტიპოგრაფიული ნიშანი), რომელიც თანამედროვე პერიოდში აღინიშნება, როგორც – „§”. გარდა ამისა, მკვლევართა გარკვეული ჯგუფი არისტოფანეს მიიჩნევს „დეფისის” ავტორადაც.

* * *

4. ევროპულ ენებში სასვენმა ნიშნებმა თავის დამკვიდრება განსაკუთრებით ძვ.წ.აღ-ით II-I საუკუნეებში, ალექსანდრიელი სწავლულების – არისტოფანე ბიზანტიელის, არისტარქე სამოსელისა და დიონისე თრაკიელის უშუალო ძალისხმევის შედეგად მოიკიდა ფეხი.

* * *

5. თანამედროვე სახე სასვენი ნიშნების სისტემამ, რომელიც „ალდა მანუციუსის სისტემის” სახელით არის ცნობილი,  XV საუკუნის დასასრულიდან მიიღო. შესაბამისად,, იმ პერიოდში მრავალი სახის ახალი სასვენი ნიშანიც იქნა ხმარებაში შემოსული. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

6. XVII საუკუნის დასაწყისში ლონდონში პირველად დაიწყო გენიალური ინგლისელი დრამატურგის – უილიამ შექსპირის შემოქმედების გამოქვეყნება. მისი უკვდავი ქმნილებების ხელნაწერებში სასვენ ნიშანთა შორის ყველაზე ხშირად -„ძახილისა” და „კითხვის” ნიშნები იყო გამოყენებული, რაც იმის დასტურია, რომ იმ პერიოდში უკვე დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა პუნქტუაციას.

* * *

7. საერთაშორისო და თანამედროვე სახე პუნქტუაციამ დამწერლობაში XVII საუკუნეში მიიღო.

* * *

8. სახელოვანი რუსი მწერალი – ანტონ ჩეხოვი სასვენი ნიშნების შესახებ ამბობდა, რომ ისინი ნოტების როლს ასრულებენ კითხვის დროსო.

* * *

9. სახელგანთქმულმა რუსმა მწერალმა – კონსტანტინე პაუსტოვსკიმ სასვენ ნიშანს – „წერტილს”,სახელწოდებით – „წერტილი”, მთელი წიგნი მიუძღვნა.

* * *

10. ამერიკის შეერთებულ შტატებში 2004 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 24 სექტემბერს აღინიშნება „პუნქტუაციის ეროვნული დღე”. მისი მიზანი გახლავთ მოქალაქეებმა სათანადო ყურადღება მიაქციონ სასვენი ნიშნების სწორად გამოყენებას წერის დროს და ამ თავისებური გზით აიმაღლონ განათლების დონე. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>