ჰენრი კავენდიში – „ეპიზოდი”
„კავენდიში – ყველაზე მდიდარი სწავლულთა შორის და ყველაზე სწავლული მდიდართა შორის”. – ასე ლაკონურად, თუმცა-კი ერთობ მრავლისმეტყველად დაახასიათა თავის დროზე გენიალური ინგლისელი ფიზიკოსი და ქიმიკოსი - ჰენრი კავენდიში (1731-1810 წლები) სახელგანთქმულმა ფრანგმა ფიზიკოსმა – ჟან ბატისტ ბიომ. (ავტორი გენია.ჯი) და მართლაც, ფუფუნებაში აღზრდილ „წყალბადის” სუფთა სახით მიმღებ პირველ მეცნიერს, მამამ, დევონშირის ჰერცოგმა, ლორდმა ჩარლზ კავენდიშმა დიდძალი ქონება უანდერძა, რამაც იგი ერთ-ერთ უმდიდრეს ადამიანად აქცია. ჰენრი კავენდიშის წინაპართა შორის იყვნენ როგორც მინისტრები და მხედართმთავრები, ასევე მეკობრეებიც კი. მას შემდეგ, რაც მომავალმა მეცნიერმა კემბრიჯის დიდებული უნივერსიტეტის კარები შეაღო სასწავლებლად, იგი მის საგვარეულოში ოცდამეერთე კავენდიშად იქცა, რომელსაც წილად ხვდა ამ უდიდეს ცოდნის ტაძარში ინტელექტის ამაღლება. კავენდიში უცოლშვილოდ გადაეგო. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ იმ უზარმაზარი მემკვიდრეობიდან, რომელიც გენიალურ მეცნიერს დარჩა, არც ერთი ფუნტი-სტერლინგი არ რგებია მეცნიერების განვითარებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ კემბრიჯის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ „კავენდიშის ლაბორატორიასთან” ჰენრი კავენდიშს არანაირი შეხება არა აქვს, რადგან იგი კემბრიჯის უნივერსიტეტის კანცლერის, რომლის ფინანსებითაც შეიქმნა კემბრიჯში ლაბორატორია, – უილიამ კავენდიშის სახელს ატარებს. – (ავტორი გენია.ჯი)