ვოლტერის გენიალური ნააზრევი…

„ჩემი კეთილი საქმეები ყოველთვის ჩემი უბედურების წყარო იყო, და დიდ სიმაღლეზე ავდიოდი მხოლოდ იმისთვის, რომ ჩავვარდნილიყავი განსაცდელის უსაშინელეს უფსკრულში. მე სხვებივით ბოროტი რომ ვყოფილიყავ, მათსავით ბედნიერი ვიქნებოდი”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„რომელი ჩვენგანი გაბედავს შესცვალოს კანონი, რომელიც დროს მიერაა ნაკურთხი?”

* * *

„ვეძებ ისეთ ადამიანს, რომელიც სულით ჩემი იქნება. ამ განძის სამაგიეროდ მივცემდი ას მშვენიერ ქალს”.

* * *

„გული ჰქმნის ყველაფერს”.

* * *

„ზოროასტრის შეგონება ამტკიცებს, ღვაწლი ხშირად სახლის შესავალში რჩება, ცილისწამება კი დარბაზში მიძვრებაო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ზეცა ჩემნაირ ადამიანებს ხასიათის ისეთ სიდიადეს ანიჭებს, რომ მათი ერთი სიტყვა, ერთი შეხედვა ღრმა პატივისცემით ქედს ახრევინებს თავხედებს, რომლებიც რაიმე უმართებულოს ჩადენას ბედავენ”.

* * *

„მე რომ ნაკლები მძინებოდა, ეხლა ბაბილონის მეფე ვიქნებოდი”.

* * *

„ნურაფერი გაგიკვირდებათ”.

* * *

„ადამიანებს განგების ხმა არ ესმით და უმართებულოდ იქცევიან. როდესაც მსჯელობენ მთლიანზე, რომლის მხოლოდ პატარა ნაწილს ხედავენ”.

* * *

„ამ ქვეყნიერების მოვლენების მსვლელობა ყოველთვის არ ეთანხმება უჭკვიანესი ადამიანების განზრახვებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>