ნორბერტ ვინერი – „ეპიზოდი”

„კიბერნეტიკის მამად” წოდებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა მათემატიკოსმა და ფილოსოფოსმა – ნორბერტ ვინერმა (1894-1964 წლები), თავის დროზე სრული იგნორირება გაუკეთა საშუალო სკოლას. სამაგიეროდ, პროფესორ – ლეო ვინერის 11 წლის ასაკში მყოფმა ვუნდერკინდმა-ვაჟმა ტაფტსის პრესტიჟული კოლეჯის კარი შეაღო, რომელიც თავის მხრივ, სამი წლის შემდგომ ბრწყინვალე შეფასებითა და ბაკალავრის ხარისხით დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) 18 წლის ასაკში ნორბერტმა ჰარვარდის დიდებულ უნივერსიტეტში დისერტაცია დაიცვა. პირველ მსოფლიო ომში მონაწილეობაზე უარი ცუდი მხედველობის მოტივით უთხრეს, რამაც ვინერს საშუალება მისცა სრულად დაკავებულიყო მეცნიერებით. „კიბერნეტიკის მამა” ნობელის პრესტიჟული პრემიის ლაურეატი ვერ გახდა, რადგან, როგორც ცნობილია, მათემატიკური მიღწევებისათვის მათემატიკოსები ამ პრემიით არ ჯილდოვდებიან. სამაგიეროდ, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი განუზომლად დიდი წვლილისათვის ხანდაზმული სწავლული „მეცნიერების ეროვნული მედლით” ანუ აშშ-ი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოთი მეცნიერებაში. აღნიშნული ჯილდო ნორბერტს თვით ქვეყნის პრეზიდენტმა – ლინდონ ჯონსონმა გადასცა შემდეგი სიტყვის თანხლებით: „თქვენს მიერ შეტანილი წვლილი მეცნიერებაში უნივერსალურია, თქვენი ხედვა ყოველთვის ორიგინალობით გამოირჩეოდა, თქვენ გამაოგნებლად გარდასახული სიმბიოზი ხართ წმინდა მატემატიკისა და გამოყენებითი მეცნიერების”. – თვითმხილველები ამბობენ, რომ როდესაც პრეზიდენტი ამ სიტყვებს წარმოთქვამდა, კაცობრიობის წინაშე ვალმოხდილ სწავლულს თვალები აუცრემლიანდაო. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>