დღის შეკითხვა Genia.Ge-სგან!
ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების ერთ-ერთი გენიალური სპარსი სწავლულის, ფილოსოფოსისა და ექიმის – ავიცენას მიერ ბალღობისას წარმოთქმულ პირველ სიტყვას ყველა გაუოცებია. შესაბამისად, მისი პირველი სიტყვა არ ყოფილა არც „დედა” და არც „მამა”. დაასახელეთ, რა სიტყვა წარმოთქვა პირველად, მუსულმანურ აღმოსავლეთში გონების თავისუფლების დამკვიდრებისათვის მედგრად მებრძოლმა ავიცენამ?! – (ავტორი გენია.ჯი)
* * * * * * * *
პასუხი: ავიცენას პირველი სიტყვა ყოფილა – „რატომ?” – შესაბამისად, მისი ცხოვრება შეკითხვით დაწყებულა.