ჰიპოკრატე – „ეპიზოდი”

„მარადიულ ქალაქად” წოდებულ რომში დასაქმებული ძველ ბერძენი მედიკოსი და მეთოდიკური სკოლის თვალსაჩინო წარმადგენელი – სორან ეფესოელი უამრავ საინტერესო ინფორმაციას ფლობდა მასზე ოთხასი წლით ადრე მოღვაწე „მედიცინის მამად” წოდებულ - ჰიპოკრატეს (ძვ.წ.აღ-ით 460-370 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) მისი გადმოცემის თანახმად, ჰიპოკრატე არა მხოლოდ „მედიცინის მამა” იყო, არამედ იგი იყო მამა ერთი ქალიშვილის და ორი ვაჟიშვილისაც (თესალე და დრაკონტი). გარდა ამისა, სორან ეფესოელი გვამცნობს იმასაც, რომ ჰიპოკრატეს სამივე შვილს ქორწინებაში თითო-თითო ვაჟი შეეძინათ, რომელთაგანაც თითოეულ მათგანს სახელოვანი მამის საპატივცემულოდ – ჰიპოკრატე დაარქვესო. ასე რომ, ჰიპოკრატეს ყველა შვილიშვილი, რომლებიც კი ვაჟები იყვნენ, გენიალური ბაბუის სახელის მატარებლები იყვნენ. მხოლოდ სახელისა და არავითარ შემთხვევაში, მისებრი დიდებისა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>