გი დე მოპასანის ნააზრევი…
„საწოლი, ჩემო კარგებო, მთელი ჩვენი ცხოვრებაა! ზედ იბადებიან, ზედ უყვართ, ზედვე კვდებიან”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ჩვენი დროება კურთხეული ხანაა არამზადათა და არარაობათათვის”.
* * *
„ის სილამაზე, რაც ქალს მიჰმადლებია, ჩვენი წამების იარაღად იქცევა ხოლმე”.
* * *
„ცხოვრება, იცით, არასოდეს არ არის ხოლმე ისე კარგი, ან ისე ცუდი, როგორც ჰგონიათ”.
* * *
„ყოველმა სვეკეთილმა მოკვდავმა, ვისაც სურს, შეინარჩუნოს აზრის სიწმინდე და განსჯის დამოუკიდებლობა, სურს უცქერდეს ცხოვრებას, კაცობრიობასა და ქვეყნიერებას თავისუფალი დამკვირვებლის თვალით, რომელსაც ვერ აიყოლიებს რაიმე ცრურწმენა, წინასწარ აკვიატებული შეხედულება თუ რაიმე რელიგია, დიახ, ასეთმა მოკვდავმა თამამდ უნდა გაარიდოს თავი იმას, რასაც უწოდებენ მაღალი წრის ურთიერთობას. უნდა გაარიდოს იმიტომ, რომ, თუ კაცი დადის ამგვარ ხალხთან, ხვდება და უსმენს მას, ძალაუნებურად აჰყვება იმის აზრს, შეხედულებას, იმის სულელურ მორალს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„მართალი გითხრათ, ყველა ხელოვნებას მირჩევნია ლამაზი ქალი”.
* * *
„როცა ნიღაბაფარებულ ხალხთან მაქვს საქმე, მეც ნიღაბს ვიფარებ”.
* * *
„სიყვარული, ეს ყველაზე უფრო პირუტყვული ინსტიქტი, ყოველი ცხოველისათვის ნიშანდობლივი ეს მახე, ბუნების მიერ ჩვენს გასაბმელად დაგებული, ქალის ხელში ბატონობის საშინელ იარაღად იქცა”.
* * *
„იცით რა, რაგვარი სიყვარულიც უნდა აერთებდეს მამაკაცსა და ქალს, გულითა და გონებით მუდამ ეუცხოვებათ ერთიმეორე, მეომარ მხარეებად რჩებიან…”
* * *
„მხოლოდ სიკვდილია უეჭველი”. – (ავტორი გენია.ჯი)