კომეტები – „ეპიზოდი”
პლანეტისაგან მკვეთრად განსხვავებული კუდიანი ვარსკვლავების მსგავსი კოსმოსური სხეულების – კომეტების მიმართ ინტერეს კაცობრიობა ისტორიის უძველესი ეპოქებიდანვე იჩენდა. (ავტორი გენია.ჯი) დროთა განმავლობაში, თავისდაუნებურად, კომეტების აღმომჩენ ასტრონომებში თავისებური რეკორდსმენებიც კი გაჩნდნენ. მაგალითად, ყველაზე მეტი კომეტა აღმოჩენილი იქნა მარსელის ობსერვატორიის დამკვირებლის, სახელოვანი ფრანგი ასტრონომის – ჟან-ლუი პონსის (1761-1831 წლები) მიერ. 1801-დან 1827 წლამდე პერიოდებში ფრანგმა სწავლულმა სულ – 37 კომეტა აღმოაჩინა. ეს კი თავის მხრივ, მსოფლიო რეკორდია, რადგან ასეთი რაოდენობის კომეტა მის გარდა არცერთ ასტრონომს არ აღმოუჩენია. რაოდენობის მიხედვით კომეტების სწრაფი აღმოჩენის რეკორდი არგენტინული წარმომავლობის მქონე ამერიკელ ასტრონომს – ჩარლზ დილონ პერაინს (1867-1951 წლები) ეკუთვნის. მან 15 თვის განმავლობაში 6 კომეტის აღმოჩენა მოასწრო. XX საუკუნის რეკორდი კომეტების საკითხში, „ამომავალი მზის ქვეყნის” შვილმა, სახელოვანმა იაპონელმა მოყვარულმა ასტრონომმა – მინორუ ჰონდამ (1913-1990 წლები) დაამყარა, რომელმაც საერთო ჯამში, 12 კომეტა აღმოაჩინა. ებრაული წარმომავლობის მქონე დიდი ინგლისელი ასტრონომის – უილიამ გერშელის უმცროსმა დამ, ასტრონომმა ქალმა – კაროლინა ლუკრეცია გერშელმა 1761 წელს ახალი კომეტის აღმოჩენა ამცნო საზოგადოებას. ეს იყო პირველი კომეტა ისტორიაში, რომელიც ქალის მიერ იქნა აღმოჩენილი. – (ავტორი გენია.ჯი)
ჟან-ლუი პონსი
ჩარლზ დილონ პერაინი
მინორუ ჰონდა
კაროლინა ლუკრეცია გერშელი