იცით თუ არა, რომ?!
1. კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ჩინელი ფილოსოფოსი – კონფუცი ირწმუნებოდა, რომ თავაზიანობა ყველა პროფესიის ადამიანისთვის აუცილებელი თვისება უნდა იყოს, მაგრამ განსაკუთრებით, თავაზიანობით, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ხალხი უნდა გამოირჩეოდნენო. (ავტორი გენია.ჯი) თავაზიანობას „მასწავლებელი კუნი” სახელმწიფო მართვის ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტად განიხილავდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. ანთროპონოზური დაავადებით – სიფილისი (ათაშანგი), თავის დროზე დასნეულებული იყვნენ ისეთი გენიალური პერსონები, როგორებიც გახლდნენ – შარლ ბოდლერი, ვან გოგი, ედუარ მანე, ფრიდრიხ ნიცშე, ჟიულ დე გონკური, ანრი ტულუზ-ლოტრეკი, ალფონს დოდე, სტეფან მალარმე, ჟერარ დე ნერვალი და სხვები (ცნობისათვის, გი დე მოპასანი მათ – „უძვირფასეს ათაშანგიანებად” მოიხსენიებდა.
* * *
3. ეგვიპტური წარმომავლობის მქონე ანტიკური ხანის დიდი რომაელი ფილოსოფოსის – პლოტინეს მოძღვრების ამოსავალ წყაროს პლატონის ფილოსოფია წარმაოდგენდა. იგი იმდენად მოხიბლული იყო პლატონის ფილოსოფიითა და პიროვნებით, რომ მისი კუმირი სწავლულის საპატივცემულოდ ახალი ქალაქის – „პლატონოპოლის” დაარსებაც კი დააპირა. თავდაპირველად, ამ განზრხავაზე პლოტინემ თანხმობა მიიღო, თუმცა მოგვიანებით, რიგი სახელმწიფო მოხეელების ინტრიგების წყალობით გეგმა ვერ განხორციელდა.
* * *
4. სახელოვან ალექსანდრიელ ბერძენ პოეტს – კლავდიუს კლავდიანეს, რომელიც დითირამბებს უმღეროდა იმპერატორ – ჰორონიუსსა და მის რეგენტს – სტილიხონს, მადლიერმა მმართველებმა არა მხოლოდ მაღალი თანამდებობა უბოძეს, არამედ ძეგლიც კი აღუმართეს რომში.
* * *
5. პოეტებს შორის უძრავი ქონების ყველაზე დიდი რაოდენობით და, ზოგადად რომ ვთქვათ – სიმდიდრით, ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული ძველ რომაელი პოეტი – სიმახე გამოირჩეოდა. მას ერთი სახლი კაპუაში ედგა, სამი სახლი – რომში, სამი ვილა – რომის გარეუბნებში, თორმეტი ვილა კი – იტალიაში, სიცილიასა და მავრიტანიაში (ამიტომაც მოიხსენიებენ სიმახეს დღემდე, როგორ – „მაგნატს”). – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. გი დე მოპასანმა სახელგანთქმულ გერმანელ ფილოსოფოს-მიზანთროპს – არტურ შოპენჰაუერს, – „ამქვეყნად ადამიანის ოცნებათა გამანადგურებელი” უწოდა.
* * *
7. საკვირველი პოლიტიკაა, თუმცა ფაქტია, რომ მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომის გაჩაღების წინ ჩემბერლენის მთავრობამ უარი უთხრა თავის მოკავშირე პოლონეთს სასწრაფო შეიარაღებისათვის საჭირო 500 მილიონ გირვანქა-სტერლინგის ოდენობით სესხის გამოყოფაზე, „ნისლიანი ალბიონის” ხელისუფლებამ ერთი მილიარდი გირვანქა-სტერლინგი შესთავაზა სესხად დიდი ბრიტანეთის პოტენციურ მტერს – ნაცისტურ გერმანიას (ინგლისელებმა გერმანელი ნაცისტების საფრთხის ქვეშ მყოფ პოლონელებს მართლაც რომ დასცინეს, რადგან 500 მილიონის ნაცვლად მათ მხოლოდ 9 მილიონამდე გირვანქა-სტერლინგი შესთავაზეს სესხად, თუმცა არც ის მიუციათ მოკავშირე ქვეყნისთვის).
* * *
8. ადოლფ ჰიტლერმა 1939 წელს მიიღო ჰერმან გერნინგის წინადადება და გერმანიაში მცხოვრები ებრაელები „პროვოცირებული დემონსტრაციის” აბსურდული ბრალდებით უზარმაზარი თანხით – 1 მილიარდი გერმანული მარკით დააჯარიმა. იწყებოდა „ჰოლოკოსტი”…
* * *
9. XX საუკუნეში ერთ-ერთ სკანდინავიურ ქვეყანაში – დანიის სამეფოში ყოველი ბავშვი, რომელიც 13-15 წლის ასაკს მიაღწევდა, ვალდებული იყო „კონფორმაციაზე” წარმდგარიყო. კონფორმაცია – წარმოადგენდა პასტორის მიერ მოზარდებისათვის ჩატარებულ გამოცდას ღვთსიმეტყველებაში. იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი გამოცდას ვერ ჩააბარებდა, მაშინ მასზე არ გაიცემოდა მოწმობა, რის გარეშეც წარმოუდგენელი იყო მისთვის სხვა სასწავლებელში სწავლის გაგრძელება და ცოდნის გაღრმავება. მოწმობის გაუცემლობა ნიშნავდა იმას, რომ კანდიდატი ჯერ კიდევ არ იყო მომზადებული ცხოვრების დასაწყებად.
* * *
10. ერთი პერიოდის განმავლობაში დიდი ფრანგი მწერალი – ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი კრამიტის ქარხანაში მუშაობდა მუშად – სტაჟის გამო. – (ავტორი გენია.ჯი)