„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„თუკი ლოცულობ, სულერთია რომელ საკანში იქნები – ციხის თუ მონასტრის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანის უპირველესი ნიშანი ისაა, რომ მას სიკეთისათვის ბრძოლა შეუძლია. თუ ადამიანს ასეთი შესაძლებლობა არ მიეცემა, იგი ვერც იქნება ადამიანი”.
* * *
„განუკითხაობას განკითხვა სჯობს, ისევე როგოც უსამართლობას, სამართალი”…
* * *
„გიჟებს, გენიოსებს და ჯადოქრებს ბევრი რამ აკავშირებთ ერთმანეთთან”.
* * *
„სიკვდილი სიცოცხლის თვისებაა. სიცოცხლე წარმოშობს სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი ვერასოდეს შექმნის მას”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ადამიანებს ეშინიათ იმის დაკარგვის, რაც გააჩნიათ, საკუთრებაა ეს თუ სიცოცხლე, მაგრამ ეს შიში გაქარწყლებას იწყებს მაშინვე, როცა ისინი რწმუნდებიან, რომ ყოველი მათგანის ბედი და მთელი ქვეყნიერების ბედიც ერთი და იგივე ხელითაა დაწერილი”.
* * *
„რა ნაირნაირ მიზნებსაც არ უნდა ისახავდეს სიცოცხლე, ერთი, საბოლოო, დიდი მიზანი აქვს მაინც – სიკვდილი”.
* * *
„თუ დაშორდი უფალს, ვერანაირი ფუფუნება და დარბაზები ვერ ამოგივსებს სიცარიელეს სულისას”.
* * *
„ნათქვამია, ეკლესია და ორღანი ურწმუნოსაც რწმენად მოაქცევსო”.
* * *
„მოვლენათა გამართლება კი არა, ახსნა უნდა ეძებოთ”. – (ავტორი გენია.ჯი)