გი დე მოპასანი – „ეპიზოდი”
ცნობილი მექალთანის, გენიალური ფრანგი მწერლის – გი დე მოპასანის (1850-1893 წლები) საცხოვრებელი ბინის მორთულობა მართლაც რომ სრულად ამართლებდა პატრონის ჭეშმარიტ ბუნებას. (ავტორი გენია.ჯი) მოკლედ და გასაგებად რომ ვთქვათ, „ფრანგი დონ-ჟუანის” ბინის ჰაერი ავხორცობით სავსე ბანგით იყო ერთიანად გაჟღენთილი. ერთხელ მოპასანს ბინაზე სახელოვანი ფრანგი მწერალი – ჟიულ დე გონკური ეწვია. მას იმდენად არ მოეწონა მასპინძლის ბინაში გამეფებული აურა, რომ თავისი გულისწყრომა მოპასანთანაც არ დამალა: „დალახვროს გამჩებმა, რაღა აქაურობა და რაღა კახპის ოთახის მოწყობილობაო!” – მოგვიანებით გონკურმა, ქალთა გულთამპყრობელი ლიტერატორის საცხოვრებელ ბინას – „კარაიბელი სუტენიორის ბინა” უწოდა. – (ავტორი გენია.ჯი)