ფრენსის ბეკონი – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ ემპირიზმის ფუძემდებელ სახელოვან ინგლისელ ფილოსოფოსს, ისტორიკოსსა და პოლიტიკოსს – ფრენსის ბეკონს (1561-1626 წლები) თავი დაეღწია სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნისათვის და კარიერული წინსვლისათვის მიეღწია, მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკური ქორწინების აქტი გაეფორმებინა. (ავტორი გენია.ჯი) ეგზომ მნიშვნელოვანი არჩევანი ფუფუნების მოყვარულმა სწავლულმა პოლიტიკურ წრეებში დიდი გავლენების მქონე მდიდარი ვაჭრის, ლონდონის პოლიციის შერიფისა და პარლამენტის წევრის – ბენედიქტ ბერნემის ქალიშვლზე, სულ რაღაც 11 წლის ასაკში მყოფ – ალისა ბერნემზე (1592-1650 წლები) შეაჩერა. ოფიციალურად დაქორწინების ჟამს (1606 წლის 10 მაისს) ალისა 14 წლის ასაკის მქონე იყო, და ეს მაშინ, როდესაც ფრენსისი 46 წლის ასაკს მიახლოებოდა. ბეკონების წყვილს შორის ურთიერთობა იმთავითვე არასახარბიელოდ განვითარდა. ექსტრავაგანტული თვისებების მატარებელ მშვენიერ ალისას მეუღლის მსგავსად, უკიდურესად იტაცებდა ფუფუნება და ძალაუფლება. მანამ, სანამ ქმარი თავისი კარიერის ზენიტში იყო და არ აკლდა არც ფულში ცურვა და არც ძალაუფლება, ბეკონების ოჯახში თითქოს ყველაფერი რიგზე მიდიოდა, მაგრამ, როგორც კი ფრენსისს ბრალი დასდეს მექრთამეობასა და სახელმწიფო თანხების უკანონო ხარჯვაში და დაკავებული თანამდებობიდან უდიერად გაანთავისუფლეს, მშვენიერი გარეგნოვის მქონე ალისას „თბილი” დამოკიდებულება მეუღლის მიმართ კარდინალურად შეიცვალა. ოჯახში იმატა კონფლიქტურმა სიტუაციებმა. ბუკინგემის ჰერცოგისადმი მიმართული მრავალი თხოვნის მიუხედავად, ალისამ მაინც ვერ დაუბრუნა დაკარგული სარფიანი სამსახური ქმარს. შედეგად, ბეკონების მფლანგველ ოჯახს წინ ფინანსური სიძნელეები დაუხვდა. (ავტორი გენია.ჯი) ფუფუნებისა და განცხრომის მიჩვეულმა 60 წლის ასაკში მყოფმა ქალმა ვერ აიტანა ეკონომიკური სიძნელეები, თავზე ხელი აიღო და გაღარიბებულ ქმარს მდიდარი საყვარელი არჩია. საყვარლად ბეკონის ასაკოვანმა ცოლმა მასზე 13 წლით უმცროსი მამაკაცი – ჯონ ანდერჰილი შეიგულა. თავის მხრივ, ჯონი იმ კაცის ბიძაშვილი იყო, რომელმაც უილიამ შექსპირს თავისი მამული მიჰყიდა სტრატფორდში 1597 წელს. რამდენიმე ხანში ცოლის ღალატმა ქმრის ყურამდეც მიაღწია. ბეკონმა საკუთარი ხელით გადახია მის მიერ შედგენილი ანდერძი, რომლის თანახმადაც ფრენსისის მთელი დარჩენილი ავლა-დიდება ალისას რჩებოდა. შემდგომში შედგენილი ანდერძის თანახმად, ქმარმა მოღალატე ცოლი სრულიად ცარიელ-ტარიელი დატოვა და თავისი მემკვიდრეობიდან აბსოლუტურად არაფერი უანდერძა. 1625 წელს ფრენსის ბეკონი ცოლს ოფიციალურად გაეყარა. ქმრის გარდაცვალებიდან ორიოდე კვირის გასვლის შემდგომ, ალისა თავის საყვარელს გაჰყვა ცოლად. ბეკონების წყვის თანაცხოვრებაში შვილი არ ჰყოლიათ, რასაც ხშირი კონფლიქტების ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ დიდი ფრანგი სწავლულის ბიოგრაფები. – (ავტორი გენია.ჯი)
ალისა ბერნემი