პეტრე კაპიცა – „ეპიზოდი”
„ატომის რუს მეფედ” წოდებული პოლონური წარმომავლობის მქონე გენიალური რუსი ფიზიკოსი და ინოვატორი – პეტრე კაპიცა (1894-1984 წლები), „ბირთვული ფიზიკის მამად” წოდებული დიდი ბრიტანელი ფიზოკოსის – ერნესტ რეზერფორდის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ მოწაფედ მიიჩნეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ნობელიანტ ფიზიკოსს, ისევე როგორც სხვა მრავალ ადამიანს, ერთი სისუსტე გააჩნდა: ბავშვობიდანვე უყვარდა კომუნიკაციების დამყარება ადამიანებთან წერილების სახით. იგი უამრავ წერილს აგზავნიდა როგორც მშობლებთან, ასევე ნათესავებთან, კოლეგებთან და ახლო მეგობრებთანაც. გარდა ამისა, კაპიცამ უამრავი წერილი გაგზავნა კრემლშიც. ოფიციალური მონაცემების თანახმად, სახელოვანმა მეცნიერმა კრემლში სულ 300 წერილი გაგზავნა, რომელთაგან 50 პირადად სტალინის სახელზე იყო შედგენილი. საყურადღებოა ის გარემოება, რომ სტალინისადმი მიწერილი წერილების უმრავლესობაში, თავისი სულგრძელობით ცნობილი სწავლული ბელადს საბჭოთა ხელისუფლებისაგან შერისხული ამა თუ იმ თანამემამულე მეცნიერის დაცვას ცდილობდა. ცნობისათვის, სტალინის უშუალო ჩარევის შედეგად, მან რამდენიმე სახელოვანი ადამიანის დახსნა შესძლო რეპრესიებისაგან. – (ავტორი გენია.ჯი)