გი დე მოპასანი წერდა…

„მონტე-კარლოში, მოყოლებული კანიდან, სადაც პატივმოყვარეობა ბატონობს, ვიდრე მონაკომდე, სადაც ბატონობს რულეტის თამაში, მხოლოდ იმისთვის ჩამოდიან, რომ ერთმანეთს თვალში ნაცარი შეაყარონ ანდა გაკოტრდნენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მმართველობის არც ერთ ფორმას არ ვემხრობი”.

* * *

„ხელოვნება, როგორიც უნდა იყოს იგი, მხოლოდ ქვეყნის ინტელექტუალური არისტოკრატიისათვის გახლავთ გამიზნული”.

* * *

„საფრთხის არ მეშინია. არც მოჩვენებების მეშინია, ზებუნებრივი ძალა არა მწამს. მიცვალებული შიშს არ მგვრის და არც იმაში მეპარება ეჭვი, რომ ამქვეყნიდან წასული კაცი მთლიანად ქრება. მაშ, რა?.. მაშ, რა?.. რა და, ჩემივე თავი მაშინებს!”

* * *

„ყველაფერს წყვეტს მოხერხებულობა, ტაქტი, მოქნილობა და გამბედაობა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ლიტერატურაში მეტეორივით შემოვიჭერ და მეხის დაცემასავით უეცრად გავქრები”.

* * *

„როცა საქმე ქალებს ეხება, არც ერთმა ჩვენთაგანმა არ იცის, რა უგუნურება შეიძლება ჩავიდინოთ მათი გულისათვის!”

* * *

„ეჰჰ, საცოდავი სხეული ადამიანისა, საცოდავი სული ადამიანისა! რა საზიზღრობაა იგი, რა საზარელი რამაა! მე რომ თქვენი ღმერთი მწამდეს, უსაშველო ზიზღს ვიგრძნობდი მის მიმართ!”

* * *

„ოჰ, ვინც, ეს არსებობა გამოიგონა და ადამიანები შექმნა, ან ბრმა იყო, ანდა ბრალეული!”

* * *

„მთელი ჩემი სიცოცხლის მანძილზე სიყვარულით ერთხელაც არ ამძგერებია გული, თუმცა მოჩვენებით ხშირად მომიჩვენებია თავი, ტრფიალების ალი მწვავს-მეთქი; ეტყობა, ვერც ვერასოდეს ვიგრძნობ იმ გულის ძგერას”… – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>