გი დე მოპასანის მიერ მშვენიერი მეზობელი ქალის მარაოზე წაწერილი ლექსი…
ეგე მარაო შვენის თქვენს ხელებს,
თქვენს ნატიფ თითებს – დიახ, აგრეა,
„ – რა წაგიწეროთ ზედ, მეგობარო,
მე, ვაგლახ, კაცმა ტლანქმა, გაგრიამ.
მაინც ოცნებით ბროლის კოშკს ვაგებ;
თან ვუფრთხილდები თქვენს ნაზ ნდობასაც.
და დაჩოქილი მუხლებზე თქვენ წინ,
წავაწერ ისევ გი დე მოპასანს.