მადამ დე პომპადური – „ეპიზოდი”

„მან დაამტკიცა, რომ ლამაზმანებს გარდა მომხიბლავი გარეგნობისა, შესაძლოა ჰქონდეთ შესაშური გონიერებაცო”, – ამბობდნენ ხალხში საფრანგეთის მეფის – ლუი XV დე ბურბონის უმშვენიერესი საყვარელი ქალის - მადამ დე პომპადურის (1721-1764 წლები) შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) უძველესი პროფესიის მსახური პომპადური დროთა განმავლობაში ფრანგი მონარქის ერთგულ მეგობრად და კარგ მრჩევლადაც ჩამოყალიბდა. მოიპოვა განუზომელი ძალაუფლება, რამაც საშუალება მისცა კარდინალურად შეეცვალა ქვეყნის ისტორიის ჩარხი.

1741 წელს, პარიზში განთავსებულ სენტ-ეშტანის გოთიკურ სტილში ნაგებ ტაძარში 20 წლის ასაკში მყოფმა პომპადურმა ჯვარი დაიწერა ფრანგ ფინანსისტზე – შარლ გიიომ დ’ეტიოლზე. რამდენიმე წყარო ირწმუნება, რომ საქორწინო წვეულების მიმდინარეობის ჟამს დედოფალს დამსწრე საზოგადოების წინაშე მეტად უცნაური შინაარსის მქონე განცხადება გაუკეთებია – „ჩემს დღეში არასოდეს და არავისში არ გავცვლი ჩემს მეუღლეს, გარდა იმ შემთხვევისა, თუკი ჩემს მიმართ ინტერეს თვით საფრანგეთის მეფე არ გამოხატავსო”. დამსწრე საზოგადოებამ, ისევე როგორც მისმა ახლადჯვარდაწერილმა მეუღლემ, დედოფლის განცხადება ტკბილ ხუმრობად მიიჩნია და კვლავაც არხეინად განაგრძო დროსტარება. მაგრამ, როგორც შემდგომმა მოვლენებმა ცხადყვეს, მადამ დე პომპადურის სიტყვები წინასწარმეტყველების მსგავსი აღმოჩნდა, რადგან 24 წლის ასაკში, ამ მომხიბლავ და გონიერ გოგონას მართლაც რომ მიაპყრო „სათანადო” ყურადღება ფრანგმა მონარქმა, რომლის ფავორიტ ქალადაც იქცა იგი მოგვიანებით. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>