ნიკოლოზ პრჟევალსკი – „ეპიზოდი”
სახელგანთქმული რუსი ნატურალისტი და მოგზაური – ნიკოლოზ პრჟევალსკი (1839-1888 წლები) პატარაობიდანვე ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მას თავისი მაფრველი ანგელოზი იცავდა. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც შენიშნავენ ბიოგრაფები, რომ სწორედ ამ რწმენამ შთაუნერგა მას განსაკუთრებული სიმამაცე მიზნისკენ მიმავალ გზაზეო. ნიკოლოზი ფრიად მოუსვენარი პიროვნება ყოფილა. ერთ ადგილზე ხშირად დიდხანს ვერ ისვენებდა და სულ იმის ცდაში იყო, როგორმე დედამიწის შორეულ მხარეებში ემოგზაურა. ასეთი ექსპედიციისათვის საჭირო თანხა კი მას არ გააჩნდა. ერთადერთი გზა, რომლითაც მას ექსპედიციისათვის საჭირო ფულის შოვნა შეეძლო, აზარტულ თანაშებზე გადიოდა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პრჟევალსკი შესანიშნავად ფლობდა ბანქოს თამაშის ხელოვნებას, რამაც მიაღებინა კიდეც მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რისკის ფასად ფულზე ეთამაშა. და მართლაც, ამ შესანიშნავი მახსოვრობის მქონე კაცმა ერთ დღეს სოლიდური თანხა მოიგო. ამბობენ, პრჟევალსკის იმდენად დიდი თანხა მოუგო, რომ არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობა უზრუნველყო მოგებული თანხით, არამედ შორეულ ქვეყნებში ექსპედიციისათვის საჭირო თანხაც კი დარჩაო. ამ ვერსიას ადასტურებს ნატურალისტის ბიოგრაფებიც, რომლებიც გვამცნობენ, რომ მეცნიერმა ბანქოში მოგებული ფულის გარკვეული ნაწილით დაიწყო მზადება სამოგზაუროდ. მათივე ცნობით, მას შემდეგ ნიკოლოზ პრჟევალსკის ბანქო ფულზე აღარასოდეს უთამაშია. – (ავტორი გენია.ჯი)