იცით თუ არა, რომ?!
1. გენიალური ფრანგი მოქანდაკის – ოგიუსტ როდენის მრავალრიცხოვანი საყვარლების შესახებ ლეგენდები დადიოდა პარიზში. ბოროტი ენები იმასაც კი ამბობდნენ, ხელოვანი სექსუალური მანიაკია და საკუთარი სახელოსნო ჰარემად აქვს გადაქცეულიო. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორის – ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის სიმაღლე სულ რაღაც – 150 სანტიმეტრს შეადგენდა (ცნობისათვის, ადოლფ ჰიტლერის ფავორიტი ქალის – ევა ბრაუნის სიმაღლეც ანალოგიური მაჩვენებლისა იყო).
* * *
3. დიდ ფრანგ მწერალს – გი დე მოპასანს საშინლად სძულდა ფოტოსურათები, რის გამოც იგი ხშირად ხევდა მათ.
* * *
4. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომი კარზე იყო მომდგარი, როდესაც უინსტონ ჩერჩილის მძაფრი პროტესტის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მთავრობამ – არდადაგებზე დაითხოვა. თვითონ ქვეყნის ხელმძღვანელი, პრემიერ- მინისტრი – ჩემბერლენი კი, მსოფლიო ისტორიისათვის ეგზომ უმნიშვნელოვანეს მომენტში შოტლანდიაში გაემგზავრა – კაკბებზე სანადიროდ.
* * *
5. ბრაზილიელები ყავას გაზიან წყალთან ერთად სვამენ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. ახალი წლის მისალოცი ბარათი პირველად დიდ ბრიტანეთში (ლონდონში) დაიბეჭდა 1843 წელს.
* * *
7. პოლონეთის დაპყრობა ნაცისტურმა გერმანიამ ქალაქ დანციგის დაპყრობით დაიწყო. თუმცა, გერმანელთა მიერ დანციგში წამოწყებულ ექსპანსიას ბრძოლებისა და სისხლისღვრის სახე არ ჰქონდა მიღებული. სამაგიეროდ, იმისათვის, რომ პოლონელებს ფარული ექსპანსია არ გაეპროტესტებინათ, ქალაქში გაჩნდა ოკუპანტების მიერ პოლონურ ენაზე შედგენილი მუქარით აღსავსე შემდეგი სახის პლაკატები: „ენას კბილი დააჭირეთ, თორემ ინანებთ”.
* * *
8. ჰელიუმისა და წყალბადის შემედეგ, ყველაზე მეტად გავრცელებულ ნივთიერებას სამყაროში – მეთანი წარმოადგენს.
* * *
9. მაიას ცივილიზაციის ხალხი – სიმინდის კულტურას ღმერთების გამოგზავნილ საჩუქრად მიიჩნევდა და მისი მფარველი ღვთაება, სახელად – „აჰ-მუნი” ჰყავდა.
* * *
10. საყოველთაოდ ცნობილი ამერიკული ორბიტალური ტელესკოპი – „ჰაბლი”, დედამიწის ირგვლივ ჩვენი პლანეტიდან 560 კილომეტრ სიმაღლეზე წამში 7,5 კილომეტრი სისწრაფით გადაადგილდება. – (ავტორი გენია.ჯი)