სადამ ჰუსეინი – „ეპიზოდი”
როგორც ბიოგრაფები ირწმუნებიან, XXI საუკუნეში სიკვდილით დასჯილმა პირველმა სახელმწიფოს მეთაურმა, ერაყის რესპუბლიკის დიქტატორმა პრეზიდენტმა - სადამ ჰუსეინმა (1937-2006 წლები) პირადულად პირველი სერიოზული ტრაგიკული დარტყმა – 15 წლის ასაკში მიიღო. (ავტორი გენია.ჯი) მაშინ, როდესაც ჰუსეინს უსაყვარლესი ცხენი მოუკვდა. ყმაწვილ სადამს იმდენად განუცდია საყვარელი არსების სიკვდილი, რომ ნერვიულობის ნიადაგზე, რამდენიმე ხნის განმავლობაში მარჯვენა ხელი პარალიზებული ჰქონია. მას შემდეგ ათწლეულები გავიდა… ერაყელი დიქტატორი ამერიკულმა არმიამ შეიპყრო და ციხეში გამოკეტა. სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება ჰუსეინის თავს დატეხილი მისი მეორე უსერიოზულესი პირადული ტრაგიკული მოვლენა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი – ჯორჯ პირო, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას სადამის დაკითხვებში, გადმოგვცემს, რომ ოდესღაც „ყოვლისშემძლე” მბრძანებელზე ამერიკელი გამომძიებლები ატარებდნენ ძალიან ძლიერ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. მისი თქმით, რიგი ფსიქოლოგიური ზეწოლების მეთოდებს შორის სადამში ყველაზე დიდ პირადულ ტრაგედიას, თურმე, იძულების წესით იმ ვიდეოკადრების ყოველდღიური ყურება იწვევდა, სადაც დოკუმენტურად იყო ასახული, თუ როგორ ბარბაროსულად უსწორდება, ანგრევს და თავდაყირა აქცევს ოდესღაც „კერპად” ქცეული ბელადის ძეგლებს მის მტრებთან ერთად, „მადლიერი” მისივე თანამემამულენი. ჰუსეინი, მისთვის უმძიმესი კადრების ყურების ჟამს საშინელ სასოწარკვეთილებასა და ემოციებში ვარდებოდა, რასაც მის სახეზე უცილობლად შენიშნავდა ნებისმიერი ადამიანიო, – ირწმუნება ჯორჯ პირო. – (ავტორი გენია.ჯი)