იდი ამინ ადა – „ეპიზოდი”
„ყველაზე სახელგანთქმული მსოფლიო ლიდერი”. – ასე მოიხსენიებდა საკუთარ თავს აფრიკის კონტინენტზე ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი რეჟიმის ფუძემდებელი, კანიბალიზმში ბრალდებული უგანდის „მუდმივი პრეზიდენტი” – იდი ამინ ადა (1928-2003 წლები). (ავტორი გენია.ჯი) ოდიოზი მმართველი, რომელმაც 1974 წელს მსოფლიო თანამეგობრობას შესთავაზა გაერთიანებული ერების (გაერო) ორგანიზაციის შტაბ-ბინა, ნიუ-იორკიდან, როგორც „პლანეტის გეოგრაფიული გული”, – უგანდაში გადაეტანათ. სასტიკი და დაუნდობელი მმართველი, რომელმაც საკუთარი ხელით დახვრიტა უგანდის, რუანდისა და ბურუნდის არქიეპისკოპოსი – იანანი ლუვუმა. დახრეტამდე კი, ამ ცინიკოსმა მიზანთროპმა, სასიკვდილოდ შემზადებულ სასულიერო პირს – „უგანდაში მშვიდობიანობისადმი” მიძღვნილი ლოცვა იძულების წესით აღავლენინა. ერთ-ერთ წვეულებაზე შიზოიდი ამინ ადა მხრებზე გასადებ სავარძელში ჩაბრძანებული გამოცხადდა, რომელსაც თავის მხრივ, ოთხი ინგლისელი ბიზნესმენი გადააადგილებდა საკუთარი მხრებით. ამ შემთხვევაშიც, ისევე როგორც არქიეპისკოპოსის შემთხვევაში, უგანდაში დასაქმებულ ინგლისელ ბიზნესმენებზე საშინელი ზეწოლა განხორციედა და შესაბამისად, მათ, თავისი მხრებით იძულების წესით მოუხდათ ზემოაღნიშნული დამამცირებელი აქტის აღსრულება. ამის ფონზე უგანდელმა კანიბალმა შემდეგი სახის ცინიკური განცხადება გააკეთა: „ევროპელებმა ჩემი უკანალი საკუთარი მხრებით ატარეს. რატომ გააკეთეს მათ ეს? იმიტომ, რომ მე ბრწყინვალე, ძლიერ და ღირსეულ აფრიკელ ლიდერად მიმიჩნიეს. იმ ლიდერად, რომელსაც ძალუძს აფრიკელებსა და ევროპელებს შორის ურთიერთგაგებასა და ურთიერთნდობას ჩაუყაროს საფუძველი”. – (ავტორი გენია.ჯი)